ჯავა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ჯავა — დაბა საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავის ქედის სამხრეთ კალთაზე, დიდი ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 1040 მ სიმაღლეზე, ქალაქ ცხინვალიდან დაშორებულია 22 კმ-ით. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის (ბალნეოლოგიური დაწესებულებები) ობიექტები, მცირე საწარმოები.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1921 წელს ჯავის თემი მასში შემავალი 23 სოფლით მიეკუთვნა სამხრეთ ოსეთის რევკომს. 1922 წელს გახდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
კურორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯავა ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყალი „ძაუ“.
თბილისში არსებობს ჯავის ქუჩა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უშვერიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 524.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|