ხორხელის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხორხელის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელში, დგას სოფლის აღმოსავლეთით 1-1,5 კილომეტრზე, მთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (4,6 X 5,6 მ), უაბსიდო. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი შიგნით სწორკუთხაა, გარედან ბრტყელი თაღითაა გადახურული. აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო მცირე ზომის სარკმელია. შიგნით ეკლესია გადახურულია ერთიანი, არაწესიერი ფორმის სხმული კამარით. რომელშიც, აღმოსავლეთ სარკმლის თავზე, მოწყობილია პატარა სამალავი. ეკლესიის თაროსებრ ლაეგარდანს განივ ფასადებზე, ფრონტონის ძირებთან პატარა ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს. სახურავი ფიქლისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]