ახშნის მაცხოვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ახშნის მაცხოვრის ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ახშნის მაცხოვრის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანის სამხრეთ-აღმოსავლეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (7,5X5,8 მ), ნაგებია რიყის ქვით. კონქი, იატაკი და ლავგარდანი აგურისაა. შესასვლელი ორი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. ორივე კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან – სწორკუთხა. საკურთხევლის ღრმა აფსიდში ერთი სწორკუთხა სარკმელია. საკურთხევლის ბაქანი წინწამოწეული ამბიონით ერთი საფეხურით მაღლაა აწეული. საკურთხეველი დანარჩენი სივრცისაგან ხის კანკელითაა გამოყოფილი.

ეკლესიის ფრონტონებზე თითო შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. ეკლესიას აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდანი აქვს, გადახურულია ღარიანი კრამიტით, რომლის სამხრეთის ფერდის შუა ნაწილი ჩანგრეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]