საჩალის ბზიანის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საჩალის ბზიანის საყდარიეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალეში, დგას სოფლის ჩრდილოეთით 4 კილომეტრზე, მთის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (11,2 X 5,8 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყისა და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია კედლების ნაწილები, რომლებიც ხეებით არის დაფარული; ინტერიერი ქვებითა და მიწითაა ამოვსებული. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა (შემორჩენილია წირთხლების ნაწილი). ნახევარწრიული აბსიდი დარბაზისგან მოკლე მხრებითაა გამოყოფილი. აბსიდის ღერძზე შემორჩენილია შირიმის ქვებით გამოყვანილი სარკმლის ქვედა ნაწილი. მის მარჯვნივ ერთი პატარა, კვადრატული ნიშია. ნაგებობას დასავლეთიდან მოზრდილი კონტრფორსი ჰქონია მიდგმული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]