ერელაანთ საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ერელაანთ ეკლესია)

ერელაანთ საყდარიV-VI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ახმეტიდან 4 კმ, თიანეთის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს. აგებულია რიყის ქვით, შირიმით, ფასადების და კედლების შიგა პირისთვის კი გამოყენებულია კირქვის ფილები.

გეგმით მარტივ, თავისუფალი ჯვრის ფორმის ეკლესიას სამხრეთი და ჩრდილოეთი მკვლავების აღმოსავლეთ კედლებში 2 დამატებითი აფსიდა აქვს, გუმბათქვეშა კვადრატი გუმბათის წრეზე ტრომპების მეშვეობით გადადის. გუმბათის ყელი 8-წახნაგაა, აქვს 4 სარკმელი, შესასვლელი ერთია, სამხრეთიდან დეკორი მარტივია. ეკლესია შიგნიდან შელესილი და მოხატული ყოფილა, შემორჩენილია XVII ს. მოხატულობის მოზრდილი ფრაგმენტები. ეკლესია ძლიერ იყო დაზიანებული. 1969 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია (არქიტ. ო. თორთლაძე). ჩამოქცეული გუმბათი და დასავლეთი მკლავი აღდგენილია. ეკლესიას გარს ევლებოდა რიყის ქვით ნაგები გალავანი (დიდი ნაწილი აღდგენილია). ეკლესიასა და ეზოში გამოვლენილია განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ორმოსამარხები და ქვისსამარხები, რ-ებშიც აღმოჩენილია ბრინჯაოს საყურე, თეთრკეციანი და მოჩალისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები.

ერელაანთ საყდარს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6923

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]