ქვედა ნასაკირალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დაბა
ქვედა ნასაკირალი
ნასაკირალი.jpg
ნასაკირალის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°00′43″ ჩ. გ. 42°14′10″ ა. გ. / 42.01194° ჩ. გ. 42.23611° ა. გ. / 42.01194; 42.23611
დაარსდა 1929
ამჟამინდელი სტატუსი 1976
ფართობი 9,71 კმ²
ცენტრის სიმაღლე 180
მოსახლეობა 2898 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 298 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი +995 496[1]
საფოსტო ინდექსი 3500[2]
ქვედა ნასაკირალი — საქართველო
ქვედა ნასაკირალი
ქვედა ნასაკირალი — გურიის მხარე
ქვედა ნასაკირალი

ქვედა ნასაკირალი, ნასაკირალიდაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ნასაკირალის სერზე, მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 180 მ. ოზურგეთიდან 10 კმ. დაბაში არის საჯარო სკოლა, რომელშიც ირიცხება 534 მოსწავლე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს გადმოცემა, რომ ამ ადგილებში მოიპოვებოდა კირი. აქედან წარმოსდგა სახელწოდება ნასაკირალი. განთქმული იყო ნასაკირალის ძელქვის ტყე, რომელსაც გურული ფირალები აფარებდნენ თავს გურიის აჯანყების დროს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამ დროს ნასაკირალის ტერიტორია დვაბზუს სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა.

1929 წელს გაიჩეხა ტყეები, გაშენდა ქარსაფარი ზოლი, მოეწყო ჩაის საბჭოთა მეურნეობა. ნასაკირალის ტყის ნაწილი მოექცა დვაბზუს სასოფლო საბჭოს დაქვემდებარებაში, ნაწილი სოფელ ნასაკირალის სახელით ძიმითის საბჭოში, ხოლო ქვედა ნასაკირალი შეუერთდა სოფელ მელექედურს. მეურნეობის დაარსებიდანვე დასახლება მულტიეთნიკური გახდა, ცხოვრობდნენ პოლონელები, ჩინელები, გერმანელები, უკრაინელები, სულ 14 სხვადასხვა ეროვნების წარმოადგენელი. აშენდა საავადმყოფო, კულტურის სახლი, სანატორიუმი, სკოლა.

1945 წელს აიგო კირის ქარხანა. 1956 წლისთვის მეურნეობა ფლობდა 495 ჰექტარ ჩაის, 116 ჰექტარ ტუნგისა და 7 ჰექტარ ციტრუსების პლანტაციას. 1958 წელს აშენდა ადმინისტრაციული შენობა, მოეწყო მოედანი, სადაც დაიდგა სტალინის ძეგლი. 1969 წელს სოფელში დასახლდნენ სტიქიით დაზარალებულები შუახევის, ხულოსა და ჩოხატაურის რაიონებიდან, სულ 265 ოჯახი. დასახლება კომპაქტური გახდა. 1971 წელს სოფელში არსებული რვაწლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად.

1976 წლის 11 თებერვალს ქვედა ნასაკირალი გამოეყო მელექედურს და დაბის სტატუსი მიენიჭა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იანი წლების დასაწყისში ნასაკირალში აგრეთვე დასახლდა შუააზიაში მცხოვრები მაჰმადიანი მესხების რამდენიმე ოჯახი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1979 2290 1031 1259
1989 Increase2.svg 2616 1251 1365
2002 Decrease2.svg 2550
2005 Increase2.svg 2981
2010 Increase2.svg 3050
2014 Decrease2.svg 2898 1438 1460

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]