ყვარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ყვარელი
გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყვარლის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°57′00″ ჩ. გ. 45°49′00″ ა. გ. / 41.95000° ჩ. გ. 45.81667° ა. გ. / 41.95000; 45.81667
ამჟამინდელი სტატუსი 1964
ცენტრის სიმაღლე 450
კლიმატის ტიპი სუბტროპიკული
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 7739[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,5 %
სომხები 0,8 %
ოსები 0,4 %
რუსები 0,3 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 352[2]
საფოსტო ინდექსი 4800[3]
ყვარელი — საქართველო
ყვარელი
ყვარელი — კახეთის მხარე
ყვარელი

ყვარელიქალაქი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე. ქალაქში არის ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ალაზნის ველზე, მდინარეების ბურსისა და დურუჯის (ალაზნის მარცხენა შენაკადები) შუამდინარეთში, ზღვის დონიდან 450 მეტრზე, თბილისიდან 134 კმ., მუკუზნის რკინიგზის სადგურიდან 26 კმ-ზე. ყვარელში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,5 °C, იანვრის — 1 °C, ივლისის — 23,6 °C; აბსოლუტური მინიმუმი -23 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 38 °C.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1755 წელს ყვარელთან გაიმართა ყვარლის ბრძოლა, სადაც ქართლ-კახეთის სამეფომ დაიცვა ყვარლის ციხე-სიმაგრე ავარიის ხანის ნურსალ-ბეგის მიერ აღებისგან. 1930 წლიდან გახდა ყვარლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მანამდე იყო სოფელი თელავის მაზრაში. ქალაქის სტატუსი მიიღო 1964 წელს. ყვარლის საქალაქო საბჭოში შედიოდა ქალაქი ყვარელი და სოფელი სანავარდო. მოგვიანებით სანავარდო მიუერთეს კუჭატნის თემს. საბჭოთა პერიოდში ყვარელში მოქმედებდა მევენახეობის მეურნეობა, ღვინის, რძის, ლიმონათისა და ხილის წვენის ქარხნები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 7739 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[4] 11 271 -- --
2002[4] 9045 -- --
2014[1] 7739 3730 4009

ციხესიმაგრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვარელში დგას XVI-XVIII საუკუნეების ციხესიმაგრე. გეგმით კვადრატული ციხის კუთხეებში დგას ცილინდრული კოშკები. ჩრდილოეთი და დასავლეთი კოშკები ნახევრადწრიულია, აღმოსავლეთისა კი — სწორკუთხა. მის ქვედა სართულში მოთავსებულია ჭიშკარი. ციხის გალავანში სამი კოშკია ჩაყოლებული. გალავანი ზოგან ორ-, ზოგან სამიარუსიანია და ნაგებია რიყის ქვით, აქა-იქ აგურიც არის გამოყენებული. მორთულობა ძუნწია, მხოლოდ შესასვლელების თავზეა აგურის წყობით გამოყვანილი რომბები და ჯვრები. ციხეს გარს უვლიდა მეორე გალავანი და არხი. დღეს მათი კვალი ურბანულ განაშენიანებაში აღარ ჩანს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 16 აგვისტო 2016.