ოჩამჩირე
ქალაქი | |
---|---|
ოჩამჩირე Очамчыра | |
![]() შადრევანი | |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ოჩამჩირე |
კოორდინატები | 42°43′00″ ჩ. გ. 41°28′00″ ა. გ. / 42.71667° ჩ. გ. 41.46667° ა. გ. |
პირველი ხსენება | VI საუკუნე |
ამჟამინდელი სტატუსი | 1926 |
ცენტრის სიმაღლე | 5 მეტრი |
მოსახლეობა | 5280 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +995 445[1] |
საფოსტო ინდექსი | 7100[2] |
საავტომობილო კოდი | ABH |
ოჩამჩირე (აფხ. Очамчыра) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, სოხუმიდან 58 კმ., ზუგდიდიდან 51 კმ. ოჩამჩირე სარკინიგზო კვანძია, აქედან რკინიგზის განშტოება მიემართება სამრეწველო ქალაქ ტყვარჩელისაკენ.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1855 წელს წარმოადგენდა ვრცელ, მაგრამ ნაწილობრივ დასახლებულ პუნქტს. ცხოვრობდნენ აფხაზები, ბერძნები, რუსები და თურქები. აქ მდებარეობდა აფხაზეთის მთავარ მიხეილ შარვაშიძის რეზიდენცია, ხოლო ოჩამჩირიდან 3 საათის სავალ მანძილზე მდებარეობდა მისი სანადირო ნაკრძალი. იყო კოდორის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1926 წლის 10 ნოემბერს. 1991 წელს მისი მოსახლეობა შეადგენდა 20,6 ათას ადამიანს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯაოშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 621.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|