საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ან სძა — სამეცნიერო-საცნობარო, ენციკლოპედიური ხასიათის მრავალტომიანი გამოცემა. წიგნის გამოცემა გადაწყდა 1970 წლის 10 ივლისს მიღებული საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილების - „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის მომზადების შესახებ“ - მიხედვით. გამოსცა ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ.

გამოცემის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უკლებლივ ყველა ძეგლის მეცნიერული შესწავლა და მათი დოკუმენტაციის შექმნა, რომლებიც ამჟამად აყვანილია აღრიცხვაზე, დაცულია ან მომავალში იქნება აღრიცხული და დაცული სახელმწიფოს მიერ.

გამ. წელი აღწერილი რეგიონი რეგიონის რუკა სარედაქციო კოლეგია წიგნის გარეყდა
5 1990 შიდა ქართლი (გორის, კასპის, მცხეთის, ქარელის და ხაშურის რაიონები) სძა - 5 რუკა.jpg ვ. დოლიძე, ს. კინწურაშვილი (ხელმძღვანელი), უ. სიდამონიძე, გ. ცქიტიშვილი სძა 5.jpg
2 2008 აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი (ახმეტის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონები) სძა - 2 რუკა.jpg თ. დვალი (ხელმძღვანელი), კ. კახაძე, ალ. რამიშვილი, ბ. ჯორბენაძე სძა 2.jpg
1-I 2013 კახეთი (გურჯაანის, დედოფლისწყაროს და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სძა - 1 რუკა.jpg თ. დვალი (ხელმძღვანელი) სძა 1-1.jpg
1-II 2015 კახეთი (თელავის მუნიციპალიტეტი) სძა - 1 რუკა.jpg თ. დვალი (ხელმძღვანელი) სძა 1-2.jpg

გამოცემის თარგი ვიკიპედიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ ვიკიპედიაში, გამოყენებულ ლიტერატურასა და სქოლიოებში, გამოიყენება სპეციალურად „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობისთვის“ შექმნილი თარგი, რომლის გამოყენების ინსტრუქცია შეიძლება ნახოთ თარგის გვერდზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990
  • მეთოდური მითითებები : "საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის" მომზადებისათვის, თბ., 1971