ახმეტის ელიას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ახმეტის ელიას ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქალაქ ახმეტაში, საბეროს უბნის სამხრეთით 1 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6,4 X 4.5 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი და რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. კედლების ზედაპირი შიგნით და გარეთ ბათქაშითაა გასწორებული. დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი და ფასადებზე აქა-იქ წყობის ნაწილი. ლავგარდნის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.

შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი მოზრდილი, არაწესიერი ფორმის ქვითაა გადახურული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. აფსიდი გადახურულია არაწესიერი ფორმის სხმული კონქით, სხმულია კამარაც.

ეკლესიის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. დარბაზის კედლებს მთელ სიგრძეზე საფეხური შემოუყვებოდა (შემორჩენილია ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებთან).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]