ცაგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ცაგერი
ცაგერი
ცაგერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი ცაგერის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°39′ ჩ. გ. 42°46′ ა. გ. / 42.650° ჩ. გ. 42.767° ა. გ. / 42.650; 42.767
ქალაქი 1968  წლიდან
ფართობი 16,85 კმ²
მოსახლეობა 1900 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 472[1]
საფოსტო ინდექსი 5100[2]
ცაგერი (საქართველო)
Red pog.svg
ცაგერი (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე)
Red pog.png

ცაგერი — ქალაქი საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 475 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1968 წელს. მოსახლეობა 1,9 ათასი (2002 წ.). ცაგერში არის ღვინისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: სკოლები, სახალხო თეატრი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სურათების გალერეა, კულტურის სახლი კინოთეატრი და სხვა. შემორჩენილია შუა საუკუნეების საკათედრო ტაძარი. ცაგერში არის ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

ცაგერი უკვე ანტიკური ხანიდან წარმოადგენდა ისტორიული ლეჩხუმის მთავარ ცენტრს. აქ მდებარეობდა ამ მხარის მმართველთა რეზიდენცია და საგვარეულო ციხე-სიმაგრე. იგი იყო ანტიკურ პერიოდში კვიმნიას, შუა საუკუნეებში კი ჯერ თაკვერის, შემდეგ კი ლეჩხუმის მთავარი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]