შინაარსზე გადასვლა

მცხეთა-მთიანეთის მხარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
მცხეთა-მთიანეთის მხარე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადმ. ცენტრი მცხეთა
შიდა დაყოფა დუშეთის მუნიციპალიტეტი, თიანეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთის მუნიციპალიტეტი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°17′00″ ჩ. გ. 44°45′00″ ა. გ. / 42.28333° ჩ. გ. 44.75000° ა. გ. / 42.28333; 44.75000
სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე[1]
დაარსდა 1995
ფართობი 6785 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 94 039 (2024)[2]
სიმჭიდროვე 13,9 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 94,5 %
აზერბაიჯანელები 2,4 %
ოსები 1,4 %
ასურელები 0,7 %
სომხები 0,3 %
რუსები 0,3 %[3]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 96,07 %
მუსლიმები 2,43 %[4]
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი http://www.mtskheta-mtianeti.gov.ge

მცხეთა-მთიანეთის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა ქართლის, ერწო-თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქსნისხევის, ხევის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-MM.

მხარის ფართობი შეადგენს 6785 კვ.კმ-ს, მოსახლეობა – 94 039 ადამიანს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე – 13,9 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მცხეთა. მხარეში 411 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცხეთა-მთიანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:

რუკა მუნიციპალიტეტები
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მცხეთის მუნიციპალიტეტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
  • 1995–1997 — შალვა ოგბაიძე (პირველი გუბერნატორი);
  • 1997–1998 — თემურ გიორგაძე;
  • 1998–2001 — კობა ბუჩუკური;
  • 2002–2004 — არმაზ შამანაური;
  • 2004 — დავით ბაშალეიშვილი;
  • 2004–2005 — გიორგი ხაჩიძე;
  • 2005–2008 — ვასილ მაღლაფერიძე;
  • 2008–2013 — ცეზარ ჩოჩელი;
  • 2013 — ხათუნა ოჩიაური;
  • 2013 — ნუგზარ ყიფიანი.
მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[5]200220142016201720182024[6]
მცხეთა-მთიანეთი117 74094 57394 10093 90093 90094 039
დუშეთის მუნიციპალიტეტი33 63625 65925 90026 00026 10025 930
თიანეთის მუნიციპალიტეტი14 01494689800990010 0008683
მცხეთის მუნიციპალიტეტი64 82955 65154 40054 20053 90054 539
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი526137953800380038004887

მცხეთა-მთიანეთი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მხარეს წარმოადგენს, სადაც გამოიყოფა მეცხოველეობის (თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი) და მებოსტნეობა-მებაღეობის რაიონები (მცხეთა, ნაწილობრივ დუშეთი). საქართველოს სამხედრო გზა ამ რეგიონზე გადის, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალია ამჟამად. სამრეწველო ობიექტები თავმოყრილია მცხეთასა და დუშეთში. მხარეში მდებარეობს ქვეყნის მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]