ომალოს წმინდა გიორგის ეკლესია
იერსახე
ომალოს წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს ზედა უბანში. შემორჩენილია კედლების უმნიშვნელო ნაწილი, რის გამოც ტიპისა და აგების თარიღის დადგენა ვერ ხერხდება. ეკლესია ნაშენი ყოფილა რიყის ქვით. კუთხეებში და კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებული იყო შირიმის გათლილი ქვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 131.