სოხუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
სოხუმი
Аҟəа
Sokhumi Collage.jpg
გერბი
Gerb Sukhum.png

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი სოხუმის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°00′12″ ჩ. გ. 41°00′55″ ა. გ. / 43.00333° ჩ. გ. 41.01528° ა. გ. / 43.00333; 41.01528
ადრეული სახელები სებასტოპოლისი, დიოსკურია,
ცხუმი, სუხუმ-ყალე
ამჟამინდელი სტატუსი 1848
ფართობი 27 კმ²
მოსახლეობა 64441 კაცი (2015)
სიმჭიდროვე 2386 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3 და მოსკოვის დრო
სატელეფონო კოდი +7 840 22x-xx-xx
საფოსტო ინდექსი 384900
ოფიციალური საიტი http://www.sukhum.ru
სოხუმი — საქართველო
სოხუმი
სოხუმი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
სოხუმი

სოხუმი (აფხ. Аҟəа, „აყ°ა“ (აყუა)), ცხუმი (ადრინდელი ქართული სახელწოდება, მისი მართებული ფორმა)[1] — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი და სოხუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1848 წელს. მოსახლეობა 120 ათასი (1991 წ.). სოხუმი კონფლიქტამდე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო, სატრანსპორტო (საზღვაო პორტი, რკინიგზის სადგური, აეროპორტი), კულტურული და საკურორტო-ტურისტული ცენტრი იყო.

1992-1993 წლის აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ქალაქმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა. 1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზმა სეპარატისტებმა, ადგილობრივი სომეხი და ჩრდილო-კავკასიელი მოხალისეებისა და რუსული ჯარის დახმარებით შტურმით აიღეს სოხუმი. თითქმის ერთი წლის მანძილზე განუწყვეტელი დაბომბვებისა და შეტევების შედეგად ქალაქი ძლიერ დაზიანდა, მთლიანად განადგურდა ინფრასტრუქტურა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად ქალაქში განადგურდა 10 000-ზე მეტი შენობა.

სოხუმი გაშენებულია უმთავრესად მდინარეების გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებათა შორის მოქცეულ დაბლობ-ვაკეზე, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი — მდინარეებს ბესლეთსა და კელასურს შორის მდებარე ვიწრო სანაპირო დაბლობ-ვაკეზე. ქალაქის დასახლება ვრცელდება გორაკ-ბორცვებზე, რომლებიც ზღვისპირა ვაკეს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება. სოხუმის ფართობია 27 კმ².

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ძველბერძნულ წყაროებში მოხსენიებულია „დიოსკურიას“ (ბერძნ. Διοσκουριάς) სახელით, რომელსაც უკავშირებენ არგონავტთა ლაშქრობის მონაწილე ტყუპი ძმების — კასტორისა და პოლიდევკეს (დიოსკურების) სახელს. არის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც „დიოსკურია“ ადგილობრივი — კოლხური (ლაზ-მეგრული) წარმოშობის სახელია — „დიო-/დია-“ — დედა, ქალღმერთი, „-სკური“ — წყალი, მდინარე, ანუ „წყლის დედა/მდინარის ქალღმერთი“. ძველ ქართულ წყაროებში ქალაქი ნახსენებია როგორც „ცხუმი/ცხომი“, რაც ეტიმოლოგიურად მომდინარეობს სავარაუდოდ რცხილას (სვან. „ცხჳიმრა“, „ცხჳიმ“; კოლხ. „ცხიმური“) ან თევზის (კოლხ. „ჩხომი“) სახელებიდან. ქართული „ცხუმი-დან“ მიღებულია მისი თურქიზებული ფორმა „სუხუმ“ (თურქ. Suhum), რამაც შემგდომში ფართო გავრცელება ჰპოვა სხვადასხვა ენებში, მათ შორის თავად ქართულში. ქალაქს ამჟამად აფხაზურად ეწოდება „აყჳა“ (აფხ. Аҟəа), რაც გვიანდელი მოვლენაა და მომდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებულ აფხაზურ-ადიღეურ ტომთა ციხე-ქალაქის სახელწოდებიდან. დასახლება მსგავსი სახელწოდებით (ლათ. Acua) დატანილია XVII–XVIII საუკუნეების ევროპულ რუკებზე მდინარე ყუბანის შუა წელის უბანში (ჯაკომო გასტალდი, ნიკოლას ვისხერი, გერჰარდ მერკატორი, რობერტ გრინი, ჰენდრიკ ჰონდიუსი და სხვ.).

ძველ და მერმინდელ დასავლეთ ევროპულ წყაროებში ქალაქი მოხსენიებულია სხვადასხვა სახელებით: სებასტოპოლი, სავასტოპოლი, სავატოპოლი, სანატოპოლი, ფავასტა, პორტო მეგრელო, ისგაური და სხვა, როგორც ქალაქი და ნავსადგური კოლხეთში, ხოლო შემდგომ სამეგრელოს ქვეყანაში, საქართველოში. XVIII საუკუნის ფრანგულ გეოგრაფიულ გამოცემებში კი სოხუმი სამეგრელოს დედაქალაქადაა აღნიშნული (ჟან ბაპტის ლუი კლუე, ნიკოლ დელაკრუა და სხვ.).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოხუმის მიდამოები დასახლებულია ძველი ქვის ხანიდან. გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი პუნქტია. ძვ. წ. VI საუკუნეში მილეთელმა ბერძენმა ვაჭრებმა აქ სავაჭრო ფაქტორია დიოსკურია დააარსეს. ძველი დიოსკურიის ნანგრევები ამჟამად მოქცეულია წყალქვეშ, სოხუმის ყურეში. ძვ. წ. I საუკუნეში რომაელებმა დაიპყრეს, შემდგომში ააგეს ციხესიმაგრე და ქალაქს სებასტოპოლისი უწოდეს. VI საუკუნის დასაწყისში სოხუმი ბიზანტიის გამგებლობას ემორჩილება. 542 ირან-ბიზანტიის ომის დროს, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-მა გაიყვანა ჯარები სოხუმიდან და დაარღვია მისი სიმაგრე. 565 მანვე აღადგინა ქალაქი და ციხესიმაგრე. სოხუმი კვლავ დაწინაურდა. VIII საუკუნის ბოლომდე სოხუმი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ბიზანტიელთა ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი იყო. 736 ქალაქი დაარბია არაბთა ლაშქარმა მარვან იბნ მუჰამადის (მურვან ყრუ) სარდლობით. VIII საუკუნის ბოლოდან სოხუმი ცხუმის საერისთავოს ცენტრია. აქვეა საეკლესიო კათედრალი, საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო ძლიერების ხანაში (XI-XIII სს.) სოხუმი კვლავ აყვავებას განიცდის. XIV საუკუნის დასაწყისიდან გენუელები (იტალია) სავაჭრო ფაქტორიას აარსებენ. 1451 წელს ქალაქი მცირე ხნით ოსმალებმა აიღეს. მეორედ ოსმალებმა ქალაქი აიღეს XVI საუკუნის II ნახევარში. 1578 წელს მათ ააშენეს ოთხკუთხა ფორტი ქონგურიანი გალავნით.

ლამაზი მდებარეობის გამო ოსმალები სოხუმს „მეორე სტამბოლს“ ეძახდნენ. სოხუმი აფხაზეთში ოსმალთა ბატონობის დასაყრდენი გახდა. 1724 ოსმალებმა აქ არსებული ციხესიმაგრე კიდევ უფრო გაამაგრეს და სუხუმ-კალე (სოხუმის ციხე) უწოდეს. 1725 და 1728 წლებში ადგილი ჰქონდა ანტიოსმალურ აჯანყებებს, მაგრამ ქალაქი ოსმალთა ხელში რჩებოდა. 1771 წელს აჯანყების შემდეგ ქალაქი განთავისუფლდა, მაგრამ მცირე ხნით. ოსმალებმა იგი კვლავ დაიკავეს. XVIII საუკუნის ბოლოს სოხუმი აფხაზეთის მთავრის რეზიდენციაა. ოსმალთა ბატონობის ხანაში ქალაქი დაქვეითდა. იგი ტყვეებით ვაჭრობის ერთ-ერთი პუნქტი გახდა.

1810 წელს სოხუმი და აფხაზეთის სამთავრო რუსეთის ქვეშევრდომი გახდა. XIX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო სოხუმის აღორძინება. 1832 წელს გაიხსნა საბაჟო, 1846 წელს ნავსადგურად გამოცხადდა, 1847 წლიდან კი ქალაქის სტატუსი მიიღო. ყირიმის ომის დროს, 1855 წლის ოქტომბერში, აფხაზეთის სამთავრო და სოხუმი დაიკავეს ოსმალებმა. 1856 წლის 27 მაისს ოსმალები გავიდნენ სოხუმიდან. 1892 წელს სოხუმმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო. [2] 1993 წლის 27 სექტემბრიდან ქალაქს აკონტროლებენ აფხაზი სეპარატისტები. საქართველოს პარლამენტის მიერ 2008 წელს მიღებული კანონის თანახმად, ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1864[3] 304
1876[4] Increase2.svg 1 161
1893[5] Increase2.svg 2 523
1915[6] Increase2.svg 40 000
2011 Increase2.svg 62 914
2015 Increase2.svg 64 441

ცნობილი სოხუმელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაგრატიონთა ეპოქის (XI ს.) ნანგრევები, ბოტანიკური ბაღი, სტალაქტიტური მღვიმეები სოფელ შრომასთან, უნიკალური ფერმა-ლაბორატორია — პრიმატარიუმი. სოხუმში არის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოხუმის ისტორიული რუკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]