ქვემო ხალაწნის ეკლესიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქვემო ხალაწნის ეკლესიებიეკლესიები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხალაწანში.

პირველი ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეკლესია დგას სოფლის სამხრეთით 400 მეტრზე, ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია უაბსიდოა, გეგმით სწორკუთხა (3,2 X 2,7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. კედლები შიგნიდან და გარედან მობათქაშებულია. შემორჩენილია დასავლეთ კედელი და დანარჩენი კედლების ნაწილები. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარს გარედან თაღი, ხოლო შიგნით ხის თარაზული გადახურვა ჰქონია. შიგნით ეკლესია გადახურული ყოფილა ოდნავ დადაბლებული კამარით, რომლის კვალი დასავლეთ კედელს შემორჩა.

მეორე ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დგას სოფლის სამხრეთით 700 მეტრზე, მთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, უაბსიდო (3,8 X 3,4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. კედლები მხოლოდ 1,2-1,5 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთ კედელში შემორჩენილია ვიწრო სარკმლის ძირი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]