დუმასტურის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დუმასტურის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში. ეკლესია დგას სოფელ დუმასტურის დასავლეთით, მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე.

ეკლესია დარბაზულია, აღმოსავლეთით დასრულებულია ფართო მხრებით გამოყოფილი ნახევარწრიული შვერილი აბსიდით. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკლესიას გვიანდელი მინაშენები ეკვროდა; მათგან ნაწილობრივ მხოლოდ ჩრდილოეთისაა შემორჩენილი. სამხრეთ მინაშენის მხოლოდ კვალი იკითხება. ეკლესია თითქმის მთლიანად დანგრეულია (ზომების დადგენა არ ხერხდება). შემორჩენილია საკურთხევლის ნაშთი და ჩრდილოეთ კედლის მცირე ნაწილი. ეკლესია აგებული ყოფილა მოზრდილი ზომის რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. ჩრდილოეთ მინაშენიც რიყის ქვითაა ნაგები, მაგრამ ქვა გაცილებით წვრილია. ხოლო წყობა ტლანქი. ჩრდილოეთ მინაშენი განივი კედლით ორ არათანაბარ ნაწილად ყოფილა გაყოფილი. აღმოსავლეთ ნაწილში სწორკუთხა სათავსია. რომელსაც აღმოსავლეთით ერთი თაღოვანი სარკმელი აქვს. სათავსი გადახურული ყოფილა კამარით, რომლის კვალი აღმოსავლეთ კედელს შემორჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]