შინაარსზე გადასვლა

თელავის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
თელავის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი
[1] [1]

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
ადმ. ცენტრი თელავი
კოორდინატები 41°55′01″ ჩ. გ. 45°28′35″ ა. გ. / 41.91694° ჩ. გ. 45.47639° ა. გ. / 41.91694; 45.47639
მერი ვაჟა მაღრაძე     
ფართობი 1094.5 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 51 920 კაცი (2024)
სიმჭიდროვე 53,31 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 89,72 %
აზერბაიჯანელები 8,63 %
რუსები 0,27 %
სომხები 0,25 %
ოსები 0,21 %[2]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 89,49 %
მუსლიმები 8,64 %[3]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი telavi.gov.ge

თელავის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. 1917 წლამდე მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში, 1930 წლიდან კი ყალიბდება ცალკე რაიონად. 2006 წლიდან ეწოდა მუნიციპალიტეტი, 2014-2017 წლებში მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი იყო ქალაქი თელავი.

ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დასახლება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ, სავაჭრო და საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ შეიქმნა ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული თელავის მაზრა, რომელიც მოიცავდა ალაზნის ხეობის ზემო ნაწილს. დიუბუა დე მონპერეს ცნობით (1834) მაზრის მოსახლეობა 47000 ადამიანი იყო. თელავის მაზრაში განვითარებული იყო მეღვინეობა, ვენახებს ეჭირა 7 ათასი დესეტინა მიწა და ისხმებოდა 31360000 პინტა ღვინო. მეღვინეობის საუკეთესო ადგილები იყო კონდოლი, ყვარელი და წინანდალი. 1841 წელს მაზრა დაიყო თელავის, ყვარლის, სიღნაღის, უკანამხრის, თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის უბნებად. 1842 წელს თელავის მაზრას ჩამოაშორეს თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის უბნები და მათგან დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეული შექმნეს. 1844 წელს აღადგინეს სიღნაღის მაზრა, თელავის მაზრა კი თელავისა და ყვარლის უბნებად დაყვეს. 1874 წელს თელავის მაზრას თიანეთის მხარეც ჩამოსცილდა. 1891 წელს თელავის მაზრა იყოფოდა ქალაქ თელავის (11214 მცხ.), ყვარლისა (20543 მცხ.) და წინანდლის უბნებად (33362 მცხ.). სულ მაზრაში შედიოდა ერთი ქალაქი და 61 სოფელი. მისი ტერიტორია შეადგენდა 2523,43 კმ2-ს.[4]

1930 წლიდან თელავის მაზრა გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა რამდენიმე რაიონი, მათ შორის ერთ-ერთი იყო თელავის რაიონი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა ქალაქი თელავი. 2006 წლიდან თელავის რაიონს ეწოდა „თელავის მუნიციპალიტეტი“. 2014 წელს მუნიციპალიტეტს გამოეყო ქალაქი თელავი.[5]

2017 წლიდან ქალაქ თელავს ჩამოერთვა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, შეუერთდა თვითმმართველი თემი და შეიქმნა თელავის მუნიციპალიტეტი.[6]

ადგილობრივი თვითმმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თელავის მუნიციპალიტეტი არის დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი თელავი. თელავის მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანო (მერია), რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[7] თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერი 4 წლის ვადით ირჩევა. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2021 წელს.[8]

თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები და მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით[9]
ადმინისტრაციული ერთეულიმოსახლეობაადმინისტრაციული ერთეულიმოსახლეობა
თელავი19 629ლალისყური499
აკურა1 869ლაფანყური620
ართანა819ნასამხრალი576
ბუშეტი1 090ნაფარეული2 003
გულგულა1 108რუისპირი2 568
ვანთა937სანიორე913
ვარდისუბანი2 646ფშაველი1 712
თეთრწყლები232ქვემო ხოდაშენი1277
იყალთო2 034ყარაჯალა4 891
კისისხევი1 916შალაური2 186
კონდოლი2 188წინანდალი2675
კურდღელაური3 962
პარტია 2021[10] 2025[11] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 21 34                                                                    
  ლელო 1  
  ნაციონალური მოძრაობა 15
  საქართველოსთვის 1
  ახალი 1[]
  ხალხის ძალა 1[]
სულ 39 35  
ლოპოტა
ხიდი მდინარე ლოპოტაზე

თელავის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით დაღესტნის რესპუბლიკა, აღმოსავლეთით ყვარლის, სამხრეთ-აღმოსავლეთით გურჯაანის, სამხრეთ-დასავლეთით საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის მიწების დიდი ნაწილი უჭირავს ფართოფოთლოვან ტყეებს.[14]

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქს. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12 °C, ნალექების რაოდენობა 700-800 მმ წელიწადში.[14]

თელავის მუნიციპალიტეტის მთავარ ჰიდროლოგიურ არტერიას ქმნის მდინარე ალაზანი და მისი აუზი. მისი სიგრძე 351 კილომეტრია და საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე გრძელი მდინარეა.[15]

აღსანიშნავია მდინარეები: სტორი, კისისხევი, ლოპოტა, თურდო, თელავისხევი და სხვა.[14]

მუნიციპალიტეტის ტერიტორია გეომორფოლოგიური თვალსაზრისით რთული აგებულებისაა. თელავის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ნაწილი გაშლილია ალაზნის აკუმულაციურ ვაკეზე, რომელიც გეოლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენს ტექტონიკურ ერთეულს. შემოზღუდულია სამხრეთ-დასავლეთით გომბორის ქედით, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით კახეთის კავკასიონით. აქაურ მიწებზე ვაკის სიმაღლე აღწევს 350-600 მ-ს.

მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იჭრება გომბორის ქედი, რომელიც აგებულია მეზოზოური და კაინოზოური წყებებით. სწორედ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გომბორის ქედის უმაღლესი მწვერვალი - ცივი (1991 მ). მწვერვალი ცივი აგებულია მიო-პლიოცენური ფხვიერი ნალექებით - კონგლომერატებით, თიხებითა და ქვიშაქვებით.

მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულია ასევე ანდარაზანის ქედი (კახეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოება), რომელიც მდინარეების დიდხევისა და ლოპოტის წყალგამყოფს წარმოადგენს. აგებულია ლიასის თიხაფიქლებით. ქედის ჩრდილოეთ ნაწილში აღმართულია მწვერვალი დიდი ანდარაზანი (3039 მ). სამხრეთ მონაკვეთში კი აღმართულია მწვერვალი პატარა ანდარაზანი (2448 მ). თელავის მუნიციპალიტეტს უჭირავს კახეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთი კალთები: საჯიხვე-გირგალისა და ნაქერალის შტოქედებს შორის. აგებულია იურული და ცარცული თიხაფიქლებით, აგრეთვე მერგელებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით.

თელავის მუნიციპალიტეტის მთავარ ჰიდროლოგიურ არტერიას ქმნის მდინარე ალაზანი და მისი აუზი. გამოსაყოფია მდინარე სტორი (სიგრძე 38 კმ), რომელიც წყალს იკრებს კახეთის კავკასიონის სამხრეთი კალთიდან. იკვებება თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. მწვერვალ ცივის სამხრეთიდან რამდენიმე კმ-ის მოშორებით იწყება მდინარე კისისხევი (სიგრძე 37 კმ), რომლის სათავეში განვითარებულია ბედლენდები.

საყურადღებო ჰიდროლოგიური ერთეულია მდინარე ლოპოტა (სიგრძე 33 კმ) მარჯვენა შენაკად დიდხევით. ლოპოტა ჩამოედინება კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთიდან. იგი ჯერ ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება შემდეგ კი იჭრება თელავის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტში შემოსვლის შემდეგ მდინარე უხვევს დასავლეთისაკენ, ხოლო შემდეგ მკვეთრად უხვევს სამხრეთისაკენ. სოფლებს სანიორესა და ნაფარეულის გავლის შემდეგ ლოპოტა რამდენიმე ღელეს სახით მიემართება ალაზნისაკენ (ერთვის მარცხენა მხრიდან). ლოპოტა ზოგჯერ ღვარცოფულია. მისი მთავარი შენაკადია დიდხევი (სიგრძე 19 კმ).

პერიოდული მდინარეებიდან აღსანიშნავია მდინარე თურდო (სიგრძე 32 კმ), რომელიც სათავეს გომბორის ქედზე იღებს. ალაზნის ვაკეზე ქმნის გამოზიდვის კონუსს. მდინარის კვებაში მთავარ როლს თამაშობს წვიმის წყალი და შედარებით უმნიშვნელოდ თოვლის წყალი.

ტიპური სელური მდინარეა თელავისხევი (სიგრძე 21 კმ), რომელიც ალაზანს მარჯვნიდან შეერთვის. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინება ასევე პატარა მდინარეები აკურისხევი (სიგრძე 9 კმ) და ვანთისხევი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ტბებით ღარიბია.

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქს. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12 °C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 39 °C, ნალექები 700-800 მმ წელიწადში.

გომბორის ქედზე ზღვის დონიდან 1200 მ-მდე ზომიერად ნოტიო ჰავაა. ცივის მწვერვალზე ტემპერატურა უდრის 4 °C-ს.

კახეთის კავკასიონზე ზღვის დონიდან 1200 მ-მდე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა. ნალექები 1150 მმ. სუბალპურ ზონაში ნალექიანობა მატულობს 2000 მმ-მდე.

ალაზნის მარცხენა მხარეზე ჩამოყალიბებულია მდელო-ტყის ალუვიური უკარბონატო ნიადაგი. მარჯვენა მხარეზე კი ალუვიური კარბონატული ნიადაგი. მთისწინეთის ზონაში განვითარებულია ყავისფერი ნიადაგი. კახეთის კავკასიონისა და ქედების კალთების ქვემო ნაწილში ფართოფოთლოვანი ტყის ქვეშ, გავრცელებულია ტყის ყომრალი ნიადაგი. გომბორის ქედის კირქვიან კონგლომერატებზე გვხვდება ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგი.

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. გამოზიდვის კონუსებიანი ვაკე ტყე ბუჩქნარით პროლუვიური და ნეშომპალა კარბონატული ნიადაგებით;
  2. გამოზიდვის კონუსებიანი მთისწინეთი მუხნარით, ტყის ყავისფერი და ნეშომპალა კარბონატული ნიადაგებით;
  3. დაბალი მთები მუხნარით და მუხნარ-რცხილნარით ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე;
  4. საშუალო მთები წიფლის, მუხისა და წაბლის ტყეებით, ტყის ყომრალი ნიადაგებით;
  5. სუბალპური მდელოები მთის მდელოს ნიადაგებით;
  6. ალპური მდელოს ლანდშაფტი მთის მდელოს ნიადაგებზე.

მუნიციპალიტეტის მიწების დიდი ნაწილი უჭირავს მთისწინეთის და დაბალმთიანეთის მუხნარ-რცხილნარსა და სხვა ფართოფოთლოვან ტყეებს. ალაზნის ვაკეზე შემორჩენილია ლეშამბიანი ტყე.

გომბორის ქედის საშუალმთიანეთში გვხვდება მუხნარ-რცხილნარი და წიფლნარი. ზღვის დონიდან 2000 მ-მდე გაბატონებულია წიფლნარი, რომელშიც შერეულია რცხილა და არყის ხე. კახეთის კავკასიონის კალთაზე ზღვის დონიდან 800-1000 მ-მდე გაბატონებულია მუხნარ-რცხილნარი, რომელშიც შერეულია წიფელი, ზოგან ცაცხვი და წაბლი.

ზღვის დონიდან 2500 მ-მდე გვხვდება ტყე, ბუჩქნარი და მდელოები.

თელავის მუნიციპალიტეტის ფაუნას შეადგენენ: მურა დათვი, არჩვი, შველი; თითქმის ყველგანაა კურდღელი, მგელი, მელა, ტურა, მემინდვრია, ვირთაგვა, ძილგუდა, გარეული ღორი და სხვ. ორნითოფაუნას ქმნიან: ბუ, არწივი, კოდალა, ყვავი და ა.შ.

მდინარეებში გვხვდება კარჩხალი, ხრამული, კობრი, გოჭალა, ჭანარი და სხვ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხოვნობა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 55.1 ათას ადამიანს. აქედან საქალაქო დასახლებაში ცხოვრობს 19.8 ათასი, ხოლო სასოფლო დასახლებაში 35.4 ათასი ადამიანი.[16]

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით სქესთა გადანაწილება ასეთია: საქალაქო დასახლებაში ცხოვრობს 8 968 მამაკაცი, ხოლო სასოფლო დასახლებაში - 19 134.

ქალთა რაოდენობა საქალაქო დასახლებაში არის 10 661, ხოლო - სასოფლო დასახლებაში 19 587.[17]

აღწერის მონაცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელიმოსახლეობა
198977 988
200270 254
201458 350
2025[18]51 920

წამყვანი დარგია მევენახეობა, განვითარებულია აგრეთვე მებაღეობა, მარცვლეულის წარმოება, მებოსტნეობა, ეთერზეთოვანი კულტურების, ხორცისა და რძის წარმოება. მნიშვნელოვანი საწარმოებია ღვინის ქარხნები, კვების და მსუბუქი მრეწველობის ობიექტები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო მაგისტრალი.

თელავში არის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტორებს აწვდის საჭირო ინფორმაციას ტურისტული ინფრასტრუქტურის, არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების, დაცული ტერიტორიების, ტრანსპორტის და სხვა საკითხების შესახებ.[19]

ვიზიტორთა რაოდენობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის მონაცემებით თელავის მუნიციპალიტეტში არსებული სასტუმროების, მუზეუმების (წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის და თელავის ისტორიული მუზეუმის) და საინფორმაციო ცენტრში შემოსული სტუმართა საერთო რაოდენობა იყო 132 352 (აქედან თელავის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს მიაკითხა 4647 ვიზიტორმა).

ტურიზმის სახეობები მუნიციპალიტეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • კულტურულ-რელიგიური ტურიზმი
  • ღვინის ტურიზმი
  • საფესტივალო ტურიზმი
  • გასტრონომიული ტურიზმი
  • აგრო ტურიზმი[20]

თელავის მუნიციპალიტეტში ფუნციონირებს კახეთის მხარეში ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუნიციპალიტეტში მდებარეობს 27 საჯარო, 1 კერძო სკოლა და 32 საბავშვო ბაგა-ბაღი. 2021 წლის მდგომარეობით, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა 8 728-ია, ხოლო ბაგა-ბაღებში ირიცხება 3 068 აღსაზრდელი.

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 27 ბიბლიოთეკა (22 სოფლის, 5 ქალაქის), მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, პროფესიული კოლეჯი, 5 სამუსიკო სკოლა,[21] სამუსიკო სასწავლებელი და სამხატვრო სკოლა.[22]

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს თელავის აეროპორტი „მიმინო“, სადაც ხორციელდება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო პრაქტიკა.[23]

თელავის მუნიციპალიტში განვითარებულია კულტურული ცხოვრება. ფუნქციონირებს სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი დაწესებულება. მათ შორის:

ფესტივალები და სახალხო დღესასწაულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში სხვადასხვა ფესტივალი იმართება, რომელთაც მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს.

თელავის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ტრადიციული ღონისძიებები
დასახელებათარიღიაღწერა
ერეკლეობა7 ნოემბერიმეფე ერეკლე მეორის იუბილეს აღსანიშნავად, ყოველი წლის 7 ნოემბერს თელავში ერეკლეობა იმართება. დღის განმავლობაში ტარდება მეფე ერეკლეს სულის მოსახსენიებელი წირვა, გამოფენები, კონცერტები და საპატიო თელაველების გამოვლენა.[31]
წინანდლის მუსიკის ფესტივალისექტემბერიყოველი წლის სექტემბრის თვეში, წინანდლის ისტორიულ მამულში ფესტივალი კლასიკურ, კამერულ და სოლო კონცერტებს მასპინძლობს. ფესტივალში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი მუსიკოსები.[32]
ღვინის ფესტივალი „თელავინო“ოქტომბერიფესტივალი აერთიანებს ღვინის კომპანიებსა და მცირე მეწარმეებს, რომელთაც საშუალება აქვთ, წარადგინონ საკუთარი ღვინო. პარალელურად ფესტივალზე ადგილობრივი და მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტები იმართება.[33]
კლასიკური მუსიკის ფესტივალისექტემბერი-ოქტომბერიყოველი წლის შემოდგომაზე თელავი მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც საერთაშორისო თუ ქართველი მუსიკოსები მონაწილეობენ. კონცერტებთან ერთად ტარდება მუსიკალური მასტერკლასები.[34]

თელავის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს თელავის საჩოგბურთო კორტების კომპლექსი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილ 6 საჩოგბურთო თიხნარ მოედანს და 2 ხელოვნურსაფარიან კორტს, სადაც ტარდება საერთაშორისო ტურნირები (მათ შორის ლეილა მესხის სახელობის ყოველწლიური ტურნირი).[35]

თელავში ფუნციონირებს საფეხბურთო კლუბი „თელავი“, რომელიც საქართველოს ეროვნულ ლიგაში მონაწილეობს.[36]

საქართველოს რაგბის I ლიგაში მონაწილეობს თელავის რაგბის კლუბი „ჭადარი“. ასევე საართველოს რეგიონულ ლიგაში მონაწილეობს კლუბი „ქისი“.[37]

2018 წელს ქალაქ თელავში რაგბის სტადიონი „კავკასიონი არენა“ აშენდა, სადაც 2021 წელს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი (საქართველო-ნიდერლანდები) მატჩი გაიმართა.[38]

სამოყვარულო და საბავშვო სპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თელავის საჩობურთო კორტების ბაზაზე მიმდინარეობს ბავშვთა და მოზარდ სპორტსმენთა მომზადება.[35]

თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის ბაზაზე საფეხბურთო სკოლა „თელავი“ ფუნქციონირებს.[39]

სპორტულ კლუბთა გაერთიანება „თელავი“ ფუნქციონირებს თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტული კომპლექსის ბაზაზე და მოიცავს კალათბურთის, რაგბის, ხელბურთის, ფრენბურთის, მხატვრული ტანვარჯიშის, ჭადრაკის, სპორტული ტირის, ბილიარდის და მაგიდის ჩოგბურთის სამოყვარულო კლუბებს.[40]

ჭიდაობის სპორტული სკოლა „თელავი“ ფუნქციონირებს მირიან ცალქამანიძის სახელობის სპორტული სკოლის ბაზაზე და აერთიანებს ქართულ ჭიდაობის, ძიუდოს, სამბოს, თავისუფალი სტილით ჭიდაობის, კარატეს, კრივისა და მკლავჭიდის სექციებს.[41]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბატონის ციხე
ერეკლე II-ის სასახლე

ქალაქ თელავში მდებარე „ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს. ერეკლე მეფის სასახლე დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში.

ხუროთმოძღვრული კომპლექსის შემადგენლობაში შედის: კახთ მეფეთა სასახლე, ერეკლე მეორის კარის ეკლესია, არჩილის კარის ეკლესია, ციხის გალავანი, აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი. გალავნის გარეთ მდებარეობს საქართველოში ყველაზე დიდი საზარბაზნე ბურჯი.[42]

ასწლოვანი ჭადარი და თელავის ხედი

ქალაქ თელავის ცენტრში დგას ასწლოვანი ჭადარი, რომლის გარშემოწერილობა 12 მ აღწევს. ის საქართველოში ყველაზე დიდი ჭადრის ხეა და 900 წელზე მეტს ითვლის.[43]

თელავის მუნიციპალიტეტში ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია იყალთოს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დაარსებულია ერთ-ერთი ასურელი მამის ზენონ იყალთოელის მიერ VI საუკუნეში.

აღსანიშნავია ასევე ძველი შუამთის მონასტერი. ანსამბლში შედის V საუკუნის ბაზილიკა, გუმბათოვანი და მცირე გუმბათოვანი ეკლესია. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი.

სოფელ კისისხევში 63 ისტორიული ძეგლია. მათგან უძველესია V-VI საუკუნეების ღვთისმშობლის ჭალის სამნავიანი ბაზილიკა, კონდამაინის სამონასტრო კომპლექსი, კალო მიწების სამაროვანი, სხვა ეკლესია-სამლოცველოები და საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობა-ნაგებობების ნაშთები, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ქალაქური ტიპის დასახლების ნიშნებზე მიუთითებს.[44]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ლოპოტას ტბა, რომლის გარშემო განვითარებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა: სასტუმროები, ღია და დახურული აუზები, გამაჯანსაღებელი ფიტნეს ცენტრი, კალათბურთის და ხელბურთის კორტები, მინი გოლფის მოედანი, სათევზაო სივრცე, საჯინიბო, ლოპოტას ტყის სპა, შატო ბუერა, რესტორნები, ღია ბუნგალოები და ბარები და სხვა გასართობი საშუალებები, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.[45]

თელავის მუნიციპალიტეტში მრავლადაა ღვინის და ყველის კომპანიები, ბიო მეურნეობები და საოჯახო მარნები, რომელთაც ხშირად სტუმრობენ ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორები.

  • სხვა ხუროთმოძღვრული ძეგლებია : ვანთის სასახლის კომლექსი, ადამაანთ ციხე, ტორნისის და კიპურჭების ციხე ლაფანყურში და სხვა.

გამოჩენილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თელავის მუნიციპალიტეტის გამოჩენილი ადამიანები
ფოტოსახელი და გვარიწლებიაღწერა
ერეკლე II1720-1798ქართლ-კახეთის მეფე
ივანე როსტომაშვილი1852-1924პედაგოგი, ჟურნალისტი, ენციკკლოპედისტი, საზოგადო მოღვაწე
მაკო საფაროვა-აბაშიძე1860-1940მსახიობი
კონსტანტინე მაყაშვილი1876-1927პოეტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე
შალვა ალექსი-მესხიშვილი1884-1960პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
სოლომონ იორდანიშვილი1898-1953ენათმეცნიერი, მთარგმნელი
ელენე ახვლედიანი1901-1975ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი.
ზაირა არსენიშვილი1933-2015მწერალი, სცენარისტი
გივი ჩოხელი1937-1994ფეხბურთელი და მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონი
ბელა ხოტენაშვილი 1988-საერთაშორისო დიდოსტატი (2007), კაცთა შორის საერთაშორისო ოსტატი (2009)

დაძმობილებული ქალაქები [46]

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქისახელმწიფორეგიონი/რაიონი/ოლქიფართობიმაცხოვრებელისაფოსტო კოდივებ-გვერდი
ზელენა გურაპოლონეთის დროშა პოლონეთილუბუში 58,32 კმ²118 982 კაცი (2011)65-001-დან 65-950-მდეwww.zielona-gora.pl
ხერსონიუკრაინის დროშა უკრაინახერსონი135,7 კმ²333 737 კაცი (2015)73000www.city.kherson.ua დაარქივებული 2009-03-31 საიტზე Wayback Machine.
შაქიაზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანიშაქი9 კმ²63 700 კაცი (2012) AZ5500sheki-ih.gov.az
შტუმიპოლონეთის დროშა პოლონეთიპომერიანი4,59 კმ²9945 კაცი (2006)82-400sztum.pl
გლუბოკოებელარუსის დროშა ბელარუსივიტებსკის ოლქი18 921 კაცი (2016)220050glubokoe.vitebsk-region.gov.by დაარქივებული 2017-07-13 საიტზე Wayback Machine.
ბიბერახ-ან-დერ-რისიგერმანიის დროშა გერმანიაბადენ-ვიურტემბერგი72,16 კმ²31 419 კაცი (2013)88400www.biberach-riss.de
დაუგავპილსილატვიის დროშა ლატვიალატგალია72,48 კმ²101 057 კაცი (2012)LV-5401www.daugavpils.lv
ანიკშჩიაილიეტუვის დროშა ლიეტუვაუტენის მაზრა1 765 კმ²11 391 კაცი (2011)LT-29001www.anyksciai.lt დაარქივებული 2018-02-19 საიტზე Wayback Machine.
ჟეშუვიპოლონეთის დროშა პოლონეთიკარპატების სავოევოდო116,4 კმ²171 227 კაცი (2010)35-001–35-959erzeszow.pl დაარქივებული 2022-05-06 საიტზე Wayback Machine.
ტალსილატვიის დროშა ლატვიაკურზემე7,8 კმ²11129 კაცი (2011)LV-3201, LV-3203www.talsi.lv
ლაოაგიფილიპინების დროშა ფილიპინებიილოკოსი127,47 კმ²102 457 კაცი (2007)2900www.laoagcity.gov.ph
ვილიანდიესტონეთის დროშა ესტონეთივილიანდიმაა14,62 კმ²17868 კაცი (2012)71020viljandi.ee
კედაინიაილიეტუვის დროშა ლიეტუვაკაუნასი4,4 კმ²30 214 კაცი (2008)LT-57001kedainiai.lt დაარქივებული 2022-06-11 საიტზე Wayback Machine.
ბეშენოვასლოვაკეთის დროშა სლოვაკეთიჟილინი4.297 კმ²388კაცი (2004)034 83besenova.sk
კლეცკიბელარუსის დროშა ბელარუსიმინსკი974,12 კმ211 483 კაცი (2018)222531kletsk.minsk-region.by დაარქივებული 2017-06-01 საიტზე Wayback Machine.
ბალტაუკრაინის დროშა უკრაინაოდესის ოლქი22,97 კმ218 789 კაცი (2017)66101balta-rada.gov.ua

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • სულხანიშვილი ნ., ჯაოშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979.  გვ. 645-647.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • საბაშვილი მ., საქართველოს სსრ ნიადაგები, თბ., 1965;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.
  1. გამოეყო ენმ-ს.[12]
  2. გამოეყო ქართულ ოცნებას.[13]
  1. 1 2 http://heraldika.ge/index.php?m=41&arms_id=800
  2. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Ethnic composition of Georgia 2014. ციტირების თარიღი: 2019-04-04
  3. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.georgia-religion2014. ციტირების თარიღი: 2021-02-06
  4. matsne.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-26. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  5. matsne.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-26. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  6. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
  7. თელავის საკრებულო "ოცნების" 22, ენმ-ს 13 და გახარიას 1 დეპუტატით დაკომპლექტდება
  8. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  9. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 15-17. ცესკო. ციტირების თარიღი: 2025-04-14[მკვდარი ბმული]
  10. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის, შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი ოქმების მიხედვით, საკრებულოს წევრად, მერად არჩეული პირები. ცესკო. ციტირების თარიღი: 2025-11-01[მკვდარი ბმული]
  11. ენმ თელავის საკრებულოს წევრმა დატოვა (2022-07-13). ციტირების თარიღი: 2025-04-14
  12. "ოცნება" დეპუტატებმა კიდევ 3 საკრებულოში დატოვეს (2022-07-13). ციტირების თარიღი: 2025-04-14
  13. 1 2 3 პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-17. ციტირების თარიღი: 2014-10-01.
  14. მდინარე ალაზნის აუზის წყლის რესურსების დაბინძურების შემცირების ღონისძიებები, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები, თბილისი 2011, გვ.4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-26. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  15. საქსტატი
  16. თელავის მუნიციპალიტეტის ურბანული გადანაწილება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-16. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  17. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
  18. ესტუმრე კახეთს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  19. თელავის მუნიციპალიტეტის მერია, წერილი N01-2621249134 /დანართი/, 06/09/2021
  20. თელავის მუნიციპალიტეტის მერია, წერილი N01-2621249134, 06/09/2021
  21. თელავი - ხელოვნება და კულტურა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-16. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  22. ssu.edu.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-28. ციტირების თარიღი: 2022-06-06.
  23. თელავის ისტორიული მუზეუმი
  24. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
  25. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-24. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  26. თელავის თეატრის ოფიციალური საიტი
  27. telavisistoriulimuzeumi.ge
  28. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.დაარქივებული ასლი. ციტირების თარიღი: 2021-10-19
  29. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.დაარქივებული ასლი. ციტირების თარიღი: 2021-10-19
  30. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.ერეკლეობა. ციტირების თარიღი: 2021-10-19
  31. სექტემბრიდან წინანდალი კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი ხდება
  32. „თელავინო“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-02. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  33. კლასიკური მუსიკის ფესტივალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-27. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  34. 1 2 თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-22. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  35. საქართველოს ეროვნული ლიგა
  36. რაგბის კავშირი
  37. www.rugbyeurope.eu
  38. თელავის საფეხბურთო სკოლა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-22. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  39. თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-22. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  40. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.თელავის ჭიდაობის სკოლა. ციტირების თარიღი: 2021-10-19
  41. „ბატონის ციხის“ ისტორიისთვის, მაკა შავგულიძე, ARS GEORGICA
  42. ი. მიქელაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბილისი., 1987. — გვ. 375.
  43. კისისხევი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-18. ციტირების თარიღი: 2021-10-20.
  44. ლოპოტას ტბა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-31. ციტირების თარიღი: 2022-06-06.
  45. დაძმობილებული ქალაქები დაარქივებული 2021-09-16 საიტზე Wayback Machine. www.telavi.gov.ge