აწყურის წმინდა თევდორეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აწყურის წმინდა თევდორეს ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურში. დგას სოფლის სამხრეთით, თეთრი გიორგის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 300 მეტრზე, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (7,2 X 3,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. ადგილობრივ მოსახლეობას 1970 წელს კედლების დანგრეული ნაწილები აგურით აღუდგენია და სახურავი ცემენტის სქელი ხსნარით გადაულესავს.

შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც ერთი ვიწრო სწორკუთხა სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია, რომლებსაც შეისრული კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. ეკლესიას აქვს აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]