კვაისა
Jump to navigation
Jump to search
კვაისა — დაბა ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარეში. მდებარეობს მდინარე ჯეჯორაზე, ქალაქ ცხინვალიდან 60 კმ-ზე, მის ჩრდილო-დასავლეთით ცხინვალი-ონის საავტომობილო გზაზე. 1992 წლიდან კვაისა მოქცეულია თვითგამოცხადებულ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, რომელმაც 2007 წელს მას ქალაქის სტატუსი მიანიჭა. კვაისაში დანგრეულია ინფრასტრუქტურა. აქ წარმოებს სპილენძის და თუთიის საბადოების დამუშავება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 482.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|