ქომუს ჯვრის ეკლესია
იერსახე
ქომუს ჯვრის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიჩხოვანში, დგას სოფლის ჩრდილოეთით 3 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (6,5 X 5 მ), ნაგებია საშუალო ზომის ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. მთელ სიმაღლეზე შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი. დანარჩენი კედლები 0,7-1 მეტრის სიმაღლეზე დგანან. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა (შემორჩენილია წირთხლების მცირე ნაწილი). აღმოსავლეთით უსწორმასწორო ფორმის აფსიდში ერთი სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ქვით ნაგები ტრაპეზი (შემორჩენილია ნაშთი) ყოფილა მიდგმული. კონქი ამორფული ფორმისაა. ეკლესიის აღმოსავლეთით შემორჩენილია გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობის ნაშთი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 146.