სტეფანწმინდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაბა
სტეფანწმინდა
ქართ. სტეფანწმინდა
Stepantsminda-Kazbegi.JPG
სტეფანწმინდის ხედი გერგეთის სამებიდან
დეა მუსხელიშვილის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°39′00″ ჩ. გ. 44°38′00″ ა. გ. / 42.65000° ჩ. გ. 44.63333° ა. გ. / 42.65000; 44.63333
ადრეული სახელები ყაზბეგი
ამჟამინდელი სტატუსი 1966
ცენტრის სიმაღლე 1,740±1 მეტრი
მოსახლეობა 1 326[1] კაცი (2014)
სატელეფონო კოდი +995 345[2]
საფოსტო ინდექსი 4700[3]
სტეფანწმინდა — საქართველო
სტეფანწმინდა
სტეფანწმინდა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
სტეფანწმინდა
სტეფანწმინდა — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სტეფანწმინდა

სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) — დაბა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. იგი ქალაქ ვლადიკავკაზიდან დაშორებულია 46 კმ-ით. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს. მოსახლეობა 1 326 (2014). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. სტეფანწმინდაში დაცულია ალექსანდრე ყაზბეგის მამისეული ორსართულიანი სახლი (ამჟამად მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) და კარის ეკლესია. სახლის წინ მწერლის საფლავია, დგას ბიუსტი. დაბის ცენტრში აღმართულია მისივე მონუმენტი. სტეფანწმინდას თავს დაჰყურებს გერგეტის სამების ეკლესია. 2006 წელს დაბა ყაზბეგს დაუბრუნდა მისი ყოფილი სახელი[4]. 2011 წელს დაიწყო ჰიდროელექტროსადგურ „ლარსი ჰესის“ მშენებლობა. ჰესის დადგმული სიმძლავრე 19 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება 100 მლნ კვტ/საათს შეადგენს. ჰესი დერივაციული ტიპისაა და ექსპლუატაციაში 2014 წელს შევიდა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1 820[5]
2014 1 326[1] Decrease2.svg

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]