შინაარსზე გადასვლა

ბაბანეურის ღვთაების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაბანეურის ღვთაების ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში. დგას სოფლის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (9 X 5,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში აგურია გამოყენებული. აგურისაა იატაკიც. კედლები შიგნიდან და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. სამხრეთ კარი ორივე მხრიდან სწორკუთხაა, დასავლეთისა - გარედან თაღოვანია, ხოლო შიგნით ხის ძელებითაა გადახურული - თარაზულად. საკურთხეველი დარბაზის იატაკზე 2 საფეხურით მაღალია. აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ფართო თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთით, ერთიმეორის თავზე, კიდევ ორი მცირე ნიში. თითო თაღოვანი სარკმელი დანარჩენ კედლებშიცაა.

დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა შეისრული კამარის შეისრული საბჯენი თაღები.

დასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადებზე აგურის წყობით გამოყვანილი თითო შეღრმავებული ჯვარია. ლავგარდანი აგურისაა - საფეხუროვანი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19696