ბოჭორნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ბოჭორნა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი
თემი ომალო
კოორდინატები 42°24′09″ ჩ. გ. 45°35′11″ ა. გ. / 42.40250° ჩ. გ. 45.58639° ა. გ. / 42.40250; 45.58639
ცენტრის სიმაღლე 2345
მოსახლეობა 1 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბოჭორნა — საქართველო
ბოჭორნა
ბოჭორნა — კახეთის მხარე
ბოჭორნა
ბოჭორნა — ახმეტის მუნიციპალიტეტი
ბოჭორნა

ბოჭორნასოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, გომეწრის ხეობაში, მაკრატელას ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე თუშეთის ალაზნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 2345 მ. მდებარეობს თუშეთის (ომალოს) თემის ცენტრ სოფელ ომალოდან 12 კილომეტრში, ხოლო ახმეტიდან 112 კილომეტრში.


სოფელ ბოჭორნაში 1954 წლისათვის მუდმივად ცხოვრობდა 25 კომლი და სოფელში ფუნქციონირებდა დაწყებითი სკოლა. 1980 წლიდან სოფელში მუდმივად მოსახლეობა აღარ რჩებოდა და ამიტომ მან მუდმივი დასახლების სტატუსი დაკარგა. 2014 წლამდე, ბოჭორნა ნასოფლარი იყო და ოფიციალურად ბოჭორმა ერქვა, თუმცა სოფლის სტატუსი მას შემდეგ აღუდგა, რაც მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, იქ ერთადერთი მუდმივი მცხოვრები დაფიქსირდა.[1] სოფელი 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძემ გააცოცხლა.

სოფლის სტატუსის დაბრუნებასთან ერთად, ბოჭორნა ევროპის მასშტაბით ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი გახდა.[2] აღიმართა შესაბამისი ინფორმაციის შემცველი ბანერიც.

1989 წლის ჩათვლით, ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად მიიჩნეოდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში მდებარე სოფელი რესი, რომელიც ზღვის დონიდან 2405 მეტრზეა. მას შემდეგ, რაც რესი მოსახლეობისგან დაიცალა, ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მესტიის მუნიციპალიტეტი სოფელი უშგული მიიჩნეოდა (ზღვის დონიდან 2060–2200 მ).

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]