ნარუჯა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაბა
ნარუჯა

საცხოვრებელი სახლი ნარუჯაში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°54′25″ ჩ. გ. 41°57′15″ ა. გ. / 41.90694° ჩ. გ. 41.95417° ა. გ. / 41.90694; 41.95417
დაარსდა 1949
ამჟამინდელი სტატუსი 1986
ფართობი 12 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2148[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 179 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 93,1 %
სომხები 4,7 %
აზერბაიჯანელები 0,8 %
რუსები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 496[2]
საფოსტო ინდექსი 3500[3]
ნარუჯა — საქართველო
ნარუჯა
ნარუჯა — გურიის მხარე
ნარუჯა

ნარუჯადაბა საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ჩოლოქისა და ნატანების შუამდინარეთში, ქალაქ ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით, 10 კმ დაშორებით, ლაითურის აღმოსავლეთით. ნარუჯაში არის საჯარო სკოლა[4] და საბავშვო ბაღი. დაბაში გაშენებულია ლურჯი მოცვის პლანტაციები. დაბა დაყოფილია რაიონებად. ნარუჯაში მოქმედებს ერთი მეჩეთი და ერთი მულიმური სამლოცველო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოპონიმი ნარუჯა (ნავრუჯა) უკავშირდება რკინის ხანაში აქ რკინის წარმოებას.[5] ნარუჯის ახლოს, ანასეულში აღმოჩენილია ნამოსახლარი, სადაც დადასტურებულია რკინის გამოდნობა.

1890 წლის მონაცემებით ნარუჯა-იაკობის ტერიტორიაზე მოიპოვებოდა ბიტუმიანი ქვიშა და გუდრონი.[6] ნარუჯის დასახლება გაჩნდა 1929-30 წლებში. 1949 წლის ბოლოს დასახლება გამოეყო ლაითურს და ჩამოყალიბდა ცალკე მეურნეობად, რომელიც ფლობდა 230 ჰექტარ ჩაის პლანტაციას. 1966 წელს დაიდგა რუსთაველის ძეგლი. 1980-იანი წლების დასაწყისში ჩაის უკვე 550 ჰა ეკავა. 1986 წელს ნარუჯამ უკვე დაბის სტატუსი მიიღო.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 2219 1081 1138
2002 2195
2014 2148 1062 1086
2021[7] 1514

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლ. სიმონიშვილი, ნარუჯა — დღევანდელი, აღორძინებული // ლენინის დროშა N99, გვ. 2 — 1979 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  5. „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 251.
  6. Кавказский календарь на 1891 год: 1890 გვ. 261
  7. Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org