ბაიხოს სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბაიხოს სამების ეკლესია, ოჟიო, წმინდა სამების ეკლესია - VI საუკუნის ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჟიოდან ჩრდილოეთით 2,5 კმ-ზე. ნასოფლარ ბაიხოს ტერიტორიაზე. ეკლესიის დასავლეთით მდებარეობდა სოფელი ბაიხო, რომელიც შემდეგ ერთიანად დაიცალა. განეკუთვნება VII საუკუნის II ნახევარს.

ნაგეგობის გეგმაში გამოყენებულია სამეკლესიიანი ბაზილიკის თემა, რომელიც აქ რამდენადმე სახეშეცვლილია. აგებულია დიდი ზომის რიყის ქვით, გამოყენებულია შირიმიც, შეკეთებულია აგურით. მთავარ ეკლისიას უჭირავს შუა და ჩრდილოეთ ნავები. ჩრდილოეთ ნავში, რომელიც თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება შუა ნავს, გამოყოფილია სამკვეთლო. საბჯენ თაღებზე ამოყვანილი კამარით გადახურული შუა ნავი დასრულებულია საკურთხევლის აფსიდით, რომელიც ეკლესიის იატაკიდან 70 სმ-ით არის შემაღლებული და ძირითადი სივრცისგან მოგვიანო ხანის კანკელითაა გამოყოფილი. შესასვლელი ერთია - დასავლეთის მხრიდან მეორე, პატარა ეკლესიას აფსიდით დასრულებული სამხრეთ ნავს უჭირავს. იგი მთავარ ეკლესიასთან კარით არის დაკავშირებული, ამავე დროს დასავლეთიდან დამოუკიდებელი შესასვლელიც აქვს. ბაიხო გარედან სადაა. მისი ერთადერთი მორთულობა საკურთევლის დეკორატიული თაღია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]