ახშნის გორისჯვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ახშნის გორისჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ახშნის გორისჯვრის ეკლესია — კომპლექსი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშნის სამხრეთ-აღმოსავლეთით. 700 მ-ზე, მთის ერთ-ერთ ტოტზე. კომპლექსში შედის ეკლესია, სამლოცველო, ნანგრევებად ქცეული რამდენიმე ნაგებობა და გალავანი.

ე კ ლ ე ს ი ა სამნავიანი ბაზილიკაა (13,5X10,5 მ). განეკუთვნება IX საუკუნის II ნახევარს. გვიანი გადაკეთებების შედეგად თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი. XV-XVI საუკუნეების გადაკეთებების შედეგად მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, როგორც ბაზილიკის, ასევე აგებიდან მოგვიანებით მიშენებული გარშემოსავლელის ინტერიერი. ეკლესიაში შემორჩენილია მოხატულობის კვალი.

ს ა მ ლ ო ც ვ ე ლ ო (6,8X4,3 მ) ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან დგას. განეკუთვნება XV-XVI საუკუნეებს, ძლიერ დაზიანებულია. მოგვიანებით სამლოცველოს დასავლეთ ნაწილზე სამრეკლო დაუშენებიათ.

გ ა ლ ა ვ ა ნ ი გეგმით თითქმის სწორკუთხა მოხაზულობისაა, შემორჩენილია ფრაგმენტების სახით, გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში და სამხრეთის კედლის გასწვრივ შემორჩენილია ნაგებობათა ნაშთები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]