სიონი (დაბა)
| დაბა | |
|---|---|
|
სიონი | |
|
სიონის წყალსაცავი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| კოორდინატები | 41°59′22″ ჩ. გ. 45°01′30″ ა. გ. / 41.98944° ჩ. გ. 45.02500° ა. გ. |
| ამჟამინდელი სტატუსი | 1960 |
| ცენტრის სიმაღლე | 1000 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა | 371[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,0 % რუსები 0,8 % სომხები 0,5 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 348[2] |
| საფოსტო ინდექსი | 2500[3] |
სიონი — დაბა თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ივრის ხეობაში, სიონის წყალსაცავის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, თიანეთიდან 32 კილომეტრის დაშორებით. სიონი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს.
სიონის წყალსაცავის შექმნამდე (1951-1963) სიონში იდგა V საუკუნის II ნახევრის ბაზილიკა — სიონის წყალსაცავის ტაძარი, ხოლო მის შემოგარენში იყო შუა საუკუნეების რამდენიმე ძეგლი. მათი დიდი ნაწილი წყალმა დაფარა, ხოლო ბაზილიკა დაშალეს და გადმოიტანეს თბილისში, ხალხური ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმში.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 371 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1970 [4] | 429 | ||
| 1979 [4] | |||
| 1989 [4] | -- | -- | |
| 2002[5] | -- | -- | |
| 2014[1] | 183 | 188 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 379.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ 4.0 4.1 4.2 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2016.
| ||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

