ბათურაანთ ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბათურაანთ ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ მატნის ჩრდილოეთით 800 მეტრზე, მინდორში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (3,7 X 3,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: კედლები დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი და დაფარულია მცენარეებით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარის გადახურვა და მის ზემოთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული, რომელშიც ვიწრო სარკმლის კვალი ჩანს. გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში თითო მცირე სწორკუთხა ნიშია. ეკლესიას ქვის კამარა ეხურა, რომლის ქუსლების მცირე ნაწილები შემორჩენილია გრძივ კედლებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]