ბაბანეურის ღვთისმშობლის ეკლესია
Jump to navigation
Jump to search
ბაბანეურის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში. დგას სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (5,85 X 4,4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი ხის მალებით ყოფილა გადახურული - თარაზულად (შემორჩენილია ბუდეები). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც ერთი სწორკუთხა სარკმელი და ორი ნიშია. თითო ასეთივე სარკმელი დარბაზის დანარჩენ კედლებშიცაა. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია ქვის კანკელით (შემორჩენილია ერთი მეტრის სიმაღლეზე). დარბაზი შეისრული კამარითაა გადახურული.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჭინჭარაძე დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, გვ. 67, თბ., 2008 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 6635