კოღოთოს ეკლესია
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
კოღოთოს ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში. დგას სოფლის ჩრდილოეთით ვენახებში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (4 X 3,3 მ), ნაგები ყოფილა რიყის ქვით და კირის დუღაბით. შემორჩენილია აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილი და დასავლეთ კედელი, რომელშიც სწორკუთხა შესასვლელია მოწყობილი. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები მთლიანად დანგრეულია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კიკაჩეიშვილი პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, გვ. 101, თბ., 2008 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კოღოთოს ეკლესია დაარქივებული 2013-09-16 საიტზე Wayback Machine. dzeglebi.com-ზე