ბაყილოვანის ეკლესია
იერსახე
ბაყილოვანის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ბაყილოვანის განაპირას, დასავლეთით, სასაფლაოზე. განეკუთვნება XVIII საუკუნეს.
ეკლესია დარბაზულია (4,1 X 4,1 მ), ნაგებია რიყის ქვით. ძეგლი დაზიანებულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. ეკლესია უაფსიდოა, გადახურულია ერთიანი სხმული კამარით. აღმოსავლეთ კედელში, ერთიმეორის თავზე, ორი სარკმელია. ზედა სარკმელს ბრტყელი გადახურვა აქვს და კამარის წვერომდე აღწევს. ქვედა სარკმელი შიგნიდან ქვევრის პირის ნატეხითაა გადახურული, ხოლო გარედან სწორკუთხაა. ამავე კედლის სამხრეთ კიდეში, იატაკიდან 1,2 მეტრის სიმაღლეზე, ოდნავ გამოშვერილი პატარა თაროა. სამხრეთ კედელში ორი სწორკუთხა ნიშია. ჩრდილოეთისაში - ერთი. ეკლესიას ფიქლის ორფერდა სახურავი ჰქონია (შემორჩენილია მცირე ნაწილი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 68.