მაღრაანის ბზიანის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მაღრაანის ბზიანის საყდარიეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ მაღრაანის ჩრდილოეთით 2 კილომეტრზე, ტყეში.

ეკლესია მთლიანად დანგრეულია და დაფარულია ბზის ხეებით. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის მცირე ნაწილი (სიმაღლე დაახლოებით 4 მ), ორსაფეხურიანი პილასტრით. შენობა თანაბარი ზომის რიყის ქვის თარაზული რიგებით ყოფილა ნაგები. პილასტრის წყობაში აქა-იქ ნატეხი ქვა და შირიმია ნახმარი. პილასტრს საბჯენი თაღისა და კედლის ყრუ თაღების მცირე ნაწილი შემორჩა, რომელთა ქულებთან თაროსებრი იმპოსტებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]