ახალდაბა (ახმეტის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალდაბა.
სოფელი
ახალდაბა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი
თემი ზემო ხოდაშენი
კოორდინატები 41°57′24″ ჩ. გ. 45°18′09″ ა. გ. / 41.95667° ჩ. გ. 45.30250° ა. გ. / 41.95667; 45.30250
ცენტრის სიმაღლე 760
მოსახლეობა 11[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 54,5 %
ოსები 45,5 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ახალდაბა (ახმეტის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ახალდაბა (ახმეტის მუნიციპალიტეტი)
ახალდაბა (ახმეტის მუნიციპალიტეტი) — კახეთის მხარე
ახალდაბა (ახმეტის მუნიციპალიტეტი)
ახალდაბა (ახმეტის მუნიციპალიტეტი) — ახმეტის მუნიციპალიტეტი
ახალდაბა (ახმეტის მუნიციპალიტეტი)

ახალდაბა[2]სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში ზემო ხოდაშნის თემში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ხოდაშნისხევზე (ალაზნის მარჯვენა შენაკადი). ზღვის დონიდან 760 მეტრ სიმაღლეზე, ახმეტიდან 20 კილომეტრი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 11 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 26 15 11
2014[1] Decrease2.svg 11 7 4

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წელს სოფელში ღვთაების ეკლესიის მახლობლად, შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. I ს—ახ. წ. I საუკუნის დასაწყისის მდიდრული სამარხი. 1948-1949 წლებში გაითხარა იმავე ხანის ღარიბული სამაროვანი. ახალდაბის მდიდრული სამარხის მასალა (კამეათი შემკული ოქროს მედალიონი, ასეთივე მედალიონიდან ამოვარდნილი კამეა, ოქროს საკიდი, ოქროს მძივ-მილაკები, პართიის მეფის ოროდე I ძვ. წ. 57—37 წლების ვერცხლის მონეტა, ვერცხლის თასის, ბრინჯაოს სურისა და თიხის ჭურჭლის ნატეხები) დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. ახალდაბის სამაროვნის ოქროს ნივთების ნაწილი არმაზისხევის პიტიახშთა სამარხებში აღმოჩენილი ოქროს სამკაულების მსგავსია. ახალდაბის მდიდრული სამარხეული კომპლექსი მიჩნეულია ადგილობრივი ხევისთავის კუთვნილებად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]