ნინოწმინდა
ქალაქი | |
---|---|
ნინოწმინდა | |
ქალაქის ხედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°15′52″ ჩ. გ. 43°35′27″ ა. გ. / 41.26444° ჩ. გ. 43.59083° ა. გ. |
ადრეული სახელები | ბოგდანოვკა (1991 წლამდე) |
ამჟამინდელი სტატუსი | 1983 |
ცენტრის სიმაღლე | 1940 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 5144[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
სომხები 94,3 % ქართველები 5,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 361[2] |
საფოსტო ინდექსი | 3400[3] |
ოფიციალური საიტი | https://ninotsminda.gov.ge/ |
ნინოწმინდა — ქალაქი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ახალქალაქის პლატოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1940 მ სიმაღლეზე. ნინოწმინდა ახალციხიდან დაშორებულია 91 კმ-ით, თბილისიდან წალკის გავლით 161 კმ-ით, ხოლო ახალციხის გავლით 320 კმ-ით.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნინოწმინდაში მთიანეთის სტეპის ჰავაა. ზამთარი ცივი, მცირეთოვლიანია, ზაფხული — ხანგრძლივი და გრილი. იანვრის საშუალო ტემპერატუა — 10,6 °C, აგვისტოს 13,1 °C. ნალექები 733 მმ წელიწადში, მაქსიმალური ივნისში — 116 მმ, მინიმალური დეკემბერში - 30 მმ. თოვლის საბურველის ხანგრძლივობა 100 დღე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი 1840-იან წლებში გააშენეს რუსეთიდან გადმოსახლებულმა დუხობორებმა და უწოდეს ბოგდანოვკა.[4] ქალაქად გამოცხადდა 1983 წელს. 1991 წელს ეწოდა ნინოწმინდა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 5144 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989[5] | 6944 | -- | -- |
2002[5] | 6287 | -- | -- |
2014[1] | 5144 | 2482 | 2662 |
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნინოწმინდაში მოქმედებს სუბ-სარქისის სახელობის ეკლესია, რომელიც აგებულია 1884 წელს. ეკლესია ექვემდებარება სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას.
ნინოწმინდაში არის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის რეზიდენცია. 2001 წლიდან ფუნქციონირებს ღვთისმშობლის ხარების სახელობის დედათა მონასტერი.
განათლება და ჯანდაცვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში მოქმედებს ერთი კერძო საბავშვო ბაღი. ასევე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი. ქალაქში 4 საჯარო სკოლაა. ქალაქში მოქმედებს ერთი პოლიკლინიკა.
კულტურა და სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: ნინოწმინდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ნინოწმინდის სახალხო თეატრი, კინოკლუბი, საბრძოლო დიდების მუზეუმი და სპორტული სკოლა.
2009 წელს ნინოწმინდასა და პოლონეთის ქალაქ გოსტინს შორის გაფორმდა დეკლარაცია თანამშრომლობის შესახებ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ ხუციშვილი ლ., პაპუაშვილი ნ., დუხობორები // „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 276, ISBN 978-9941-0-0902-0.
- ↑ 5.0 5.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
|
|