XIX საუკუნე
XIX საუკუნე დაიწყო 1801 (MDCCCI) წლის 1 იანვარს და დასრულდა 1900 (MCM) წლის 31 დეკემბერს. ეს იყო II ათასწლეულის მე-9 საუკუნე. ხასიათდებოდა მასშტაბური სოციალური გარდაქმნებით. ევროპისა და ამერიკის დიდ ნაწილში გაუქმდა მონობა. პირველი ინდუსტრიული რევოლუცია, მიუხედავად იმისა, რომ ის XVIII საუკუნის ბოლოს დაიწყო, პირველად XIX საუკუნეში გასცდა ბრიტანულ საზღვრებს და მოახდინა ისტორიული ნიდერლანდების ქვეყნების, საფრანგეთის, რაინლანდის, ჩრდილოეთ იტალიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ შეერთებული შტატების ეკონომიკისა და საზოგადოებათა რეორგანიზაცია. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, მეორე ინდუსტრიულმა რევოლუციამ გამოიწვია კიდევ უფრო მასიური ურბანიზაცია და პროდუქტიულობის, მოგებისა და დოვლათის ზრდა, რაც XX საუკუნეშიც გაგრძელდა.
ათწლეულები და წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ელექტრონიკა ისტორიაში XIX საუკუნეში გამოჩნდა, ელექტრული რელეს შემოღებით 1835 წელს, ტელეგრაფითა და მისი მორზეს კოდის პროტოკოლით 1837 წელს, პირველი სატელეფონო ზარით 1876 წელს და პირველი ფუნქციური ნათურით 1878 წელს.[1][2]
XIX საუკუნე იყო მეცნიერული აღმოჩენებისა და გამოგონებების ერა, მნიშვნელოვანი მიღწევებით მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ელექტროობისა და მეტალურგიის სფეროებში, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს XX საუკუნის ტექნოლოგიურ წინსვლას.[3] ინდუსტრიული რევოლუცია დაიწყო დიდ ბრიტანეთში და გავრცელდა კონტინენტურ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და იაპონიაში. ვიქტორიანული ეპოქა ცნობილი იყო მცირეწლოვანი ბავშვების დასაქმებით ქარხნებსა და მაღაროებში, ასევე მკაცრი სოციალური და გენდერული ნორმებით.[4] იაპონიამ დაიწყო სწრაფი მოდერნიზაციის პროგრამა მეიძის რესტავრაციის შემდეგ, ვიდრე დაამარცხებდა ცინგის დინასტიის ჩინეთს, პირველ ჩინურ-იაპონურ ომში. ამ საუკუნეში აღინიშნა მიღწევები მედიცინასა და ადამიანის ანატომიის გაგებაში, დაავადებების პრევენციაში და ამან ნაწილობრივ ხელი შეუწყო მოსახლეობის სწრაფ ზრდას დასავლურ სამყაროში. XIX საუკუნეში გაორმაგდა ევროპის მოსახლეობა, დაახლოებით 200 მილიონიდან 400 მილიონამდე.[5] სარკინიგზო ქსელების დანერგვამ უზრუნველყო საუკუნეების განმავლობაში პირველი მთავარი წინსვლა სახმელეთო ტრანსპორტში, შეცვალა ადამიანების ცხოვრებისა და პროდუქტებით სარგებლობის წესი და გამოიწვია ურბანიზაცია მსოფლიოს ქვეყნებში. მსოფლიოს მრავალმა ქალაქმა გადააჭარბა მილიონზე მეტ მოსახლეობას. ლონდონი გახდა მსოფლიოს უდიდესი ქალაქი. მისი მოსახლეობა გაიზარდა 1 მილიონიდან 1800 წელს 6.7 მილიონამდე საუკუნის შემდეგ. დედამიწის უკანასკნელი აღმოუჩენელი მიწები, მათ შორის აფრიკისა და აზიის ვრცელი ტერიტორიები, შესწავლილ იქნა ამ საუკუნეში და არქტიკისა და ანტარქტიდის უკიდურესი ზონების გარდა, ზუსტი და დეტალური რუკები უკვე ხელმისაწვდომი იყო 1890-იანი წლებისთვის. ლიბერალიზმი გახდა წამყვანი რეფორმისტული მოძრაობა ევროპაში.[6]
მონაობა მნიშვნელოვნად შემცირდა მსოფლიოს მასშტაბით. ჰაიტიში წარმატებული მონათა აჯანყების შემდეგ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გააძლიერეს ბრძოლა ბერბერელ მეკობრეებთან და წარმატებით შეძლეს აღეკვეთათ მათ მიერ ევროპელების შეპყრობისა და მონებად ქცევის პრაქტიკა. ბრიტანეთმა, მას შემდეგ რაც სპეციალური აქტით გააუქმა მონობა 1833 წელს, დაავალა თავის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტს დაესრულებინა გლობალური მონათა ვაჭრობა.[7] 1865 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, მიიღეს მე-13 კონსტიტუციური შესწორება, რამაც გააუქმა მონობა. ბრაზილიაში მონობა გაუქმდა 1888 წელს (იხილეთ აბოლიციონიზმი). მსგავსი ძვრები იყო რუსეთის იმპერიაშიც, სადაც 1861 წელს გაუქმდა ბატონყმობა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The First Telephone Call.
- ↑ „Dec. 18, 1878: Let There Be Light — Electric Light“. WIRED. 18 December 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 October 2016.
- ↑ Encyclopædia Britannica's Great Inventions. Encyclopædia Britannica.
- ↑ Laura Del Col, West Virginia University, The Life of the Industrial Worker in Nineteenth-Century England დაარქივებული 2008-03-13 საიტზე Wayback Machine.
- ↑ „Modernization – Population Change“. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 6, 2009.
- ↑ Liberalism in the 19th century დაარქივებული 2009-02-18 საიტზე Wayback Machine. . Encyclopædia Britannica.
- ↑ Sailing against slavery. By Jo Loosemore დაარქივებული 2009-01-08 საიტზე Wayback Machine. . BBC.

| ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ. |