ფარსმის ეკლესია
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ფარსმის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას ნასოფლარ ფარსმას აღმოსავლეთით, სასაფლაოს მახლობლად. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (4,5 X 3,8 მ), უაბსიდო. ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი; დანგრეულია აღმოსავლეთ კედელი. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი ბრტყლად არის გადახურული. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია თითო სწორკუთხა სარკმელი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კიკაჩეიშვილი პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, გვ. 139, თბ., 2008 წელი.