ზაჰესი (დაბა)
იერსახე
| დაბა | |
|---|---|
|
ზაჰესი | |
|
ზაჰესი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | თბილისი |
| რაიონი | გლდანი |
| კოორდინატები | 41°49′37″ ჩ. გ. 44°45′27″ ა. გ. / 41.827000° ჩ. გ. 44.757528° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 450 მ |
| მოსახლეობა | 5200 კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,3 რუსები 0,7 % ოსები 0,5 %[1] |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ზაჰესი — დაბა თბილისში, გლდანის რაიონში. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცევამდე შედიოდა მცხეთის მუნიციპალიტეტში.
მდებარეობს საგურამოს ქედის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 480 მ-ზე. შეიქმნა XX საუკუნის 20–30-იან წლებში ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით, როგორც მუშა-მოსამსახურეთა დასახლება. დასახლების ჩრდილო-აღმოსავლეთით, გორაკზე, დგას XVII–XVIII საუკუნის პეტრე მოციქულის ერთნავიანი ეკლესია.
ზაჰესის მშენებლობის დროს აღმოჩნდა I საუკუნის აგურით ნაგები სამარხი. აქ მოპოვებული ავგუსტუსის (ძვ. წ. 40–14 წწ.) ორი ცალი ვერცხლის ფული და გოტარზის (40–51 წწ.) ვერცხლის 2 დრაქმა ინახება ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა |
|---|---|
| 1970[2] | 1668 |
| 1979[2] | 4245 |
| 1989[2] | 5294 |
| 2002[2] | 5331 |
| 2014[2] | 5200 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 491.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 325.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ georgia-ethnic-2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-04. ციტირების თარიღი: 2023-03-16
- 1 2 3 4 5 Cities and towns of Georgia. pop-stat.mashke.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-22. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
| ||||||||||||||||||||||||||||||||