ამბროლაური
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ამბროლაური | |||||
![]() ამბროლაურის ხედი | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე | ||||
მუნიციპალიტეტი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი | ||||
კოორდინატები | 42°31′10″ ჩ. გ. 43°09′00″ ა. გ. / 42.51944° ჩ. გ. 43.15000° ა. გ. | ||||
პირველი ხსენება | XVII საუკუნე | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1966 | ||||
ფართობი | 1.6 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 550 მ | ||||
მოსახლეობა |
![]() | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +995 439[2] | ||||
საფოსტო ინდექსი | 0400[3] | ||||
ოფიციალური საიტი | ambrolauri.gov.ge | ||||
| |||||
ამბროლაური[4] — ქალაქი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 2047 ადამიანი (2014 წ.). ქალაქში არის ღვინის ქარხანა, სასამართლო, სპორტული დარბაზი, საავადმყოფო, თეატრი, მუზეუმი, ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გაშენებულია რიონის და კრიხულის შესართავთან, ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, ტყიბულიდან 43 კმ., ქუთაისიდან 96 კმ, თბილისიდან 240 კმ. რელიეფი მთაგორიანია, ჰავა ნოტიოა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,2°C, იანვრისა -0,3°C, აგვისტოსი 22,1°C. ნალექები 1075 მმ წელიწადში.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წერილობით წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება. იგი იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. აქ იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან ეკლესიის და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. 1930 წლიდან წარმოადგენდა ამბროლაურის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. 1937 წლამდე ეწოდებოდა ენუქიძე. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს[5].საბჭოთა პერიოდში ამბროლაურის საქალაქო საბჭო მოიცავდა ასევე სოფლებს ახალსოფელი, გორი, ზემო კრიხი, იწა, ქვემო კრიხი, შუა კრიხი და ძირაგეული. 2014-2017 წლებში გამოყოფილი იყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული. მოქმედებდა საშენი მასალის და ხის საწარმოები, სამკერვალო, საკონდიტრო, ღვინისა და საკონსერვო ქარხნები, კინოთეატრი. სრულდებოდა საჰაერო რეისები თბილისი-ამბროლაური.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 2047 ადამიანი.
აღწერის წელი[6] | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1939 წ. აღწ. | 1104 | -- | -- |
1959 წ. აღწ. | ![]() |
-- | -- |
1970 წ. აღწ. | ![]() |
-- | -- |
1979 წ. აღწ. | ![]() |
-- | -- |
1989 წ. აღწ. | ![]() |
-- | -- |
2002 წ. აღწ.[7] | ![]() |
-- | -- |
2014[1] | ![]() |
959 | 1088 |
2020 (შეფასება) | ![]() |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 352.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 16, თბ., 1987.
- ↑ 1944 წლის 4 სექტემბერის საქართველოს სსრ უმაღლესი პრეზიდიუმის ბრძანება ქალაქად გარდაქმნის შესახებ
- ↑ Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
|
|