კოჯორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოჯორი (მრავალმნიშვნელოვანი).
დაბა
კოჯორი
Kojori Georgia.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თბილისი
კოორდინატები 41°40′01″ ჩ. გ. 44°42′00″ ა. გ. / 41.66694° ჩ. გ. 44.70000° ა. გ. / 41.66694; 44.70000
მოსახლეობა 1 232 კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
კოჯორი — საქართველო
კოჯორი
კოჯორი — თბილისი
კოჯორი

კოჯორიდაბა თბილისის დაქვემდებარებაში. მდებარეობს თრიალეთის ქედის განშტოებაზე 1300-1400 მ-ის სიმაღლეზე, თბილისიდან 18 კილომეტრში.

დაბის სახელწოდებას სვანური წარმომავლობა აქვს: „კოჯო“ ნიშნავს ქვას, „კოჯორი“ — ქვიანს. კოჯორი სამთო-კლიმატური კურორტია. ზაფხული აქ ზომიერი იცის (ივლისის საშუალო ტემპერატურა 17 გრადუსი), ზამთარი — რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა — 3 გრადუსი), ნალექების საშუალო რაოდენობა 800 მმ წელიწადში. დაბის სტატუსი მიენიჭა 1968 წელს. 2007 წლამდე ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის და იყო თემის ცენტრი (სოფლები: კიკეთი, კვესეთი, სამადლო, დიდება), 2007 წლიდან დაექვემდებარა ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონს, 2013 წლის თბილისის ტერიტორიული რეფორმის შემდეგ გადავიდა მთაწმინდის რაიონის შემადგენლობაში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 1 232 კაცი. კოჯორში არის განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის (ფსიქონევროლოგიური დისპანსერი, ტუბსანატორიუმი) ობიექტები. დაბის სამხრეთით დგას კოჯრის ციხესიმაგრე (ქოროღლის,აგარანი, აზეულის ციხე). მისი უძველესი ფენა არა უგვიანეს XI საუკუნის II ნახევრით თარიღდება.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1 867[1][2]
2014 1 232 Decrease2.svg

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]