ვეძების ეკლესია
Jump to navigation
Jump to search
ვეძების ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეძებში. მდებარეობს სოფლის მახლობლად, ციხეებად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. იგი გეგმით სწორკუთხაა (7,6 X 6,2 მ), ნაშენია რიყის ქვით და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1,5 მეტრს არ აღემატება.
აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე სარკმლის ძირია შემორჩენილი. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში გეგმით ოვალური თაღოვანი ნიშია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, გვ. 80, თბ., 2008 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვეძების ეკლესია dzeglebi.com-ზე