ზესტაფონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ზესტაფონი
Zestafoni.jpg
ზესტაფონის ცენტრალური მოედანი
ზვიად ავალიანის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
[[რეგიონი]] იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°06′00″ ჩ. გ. 43°03′00″ ა. გ. / 42.10000° ჩ. გ. 43.05000° ა. გ. / 42.10000; 43.05000
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ადრეული სახელები ყვირილა, ჯუღელი
ამჟამინდელი სტატუსი 1926
ფართობი 423 კმ²
მოსახლეობა 20 814 Decrease2.svg[1] კაცი
სატელეფონო კოდი +995 492[2]
საფოსტო ინდექსი 2000[3]
ზესტაფონი — საქართველო
ზესტაფონი
ზესტაფონი — იმერეთის მხარე
ზესტაფონი

ზესტაფონი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, 1921 წლამდე ყვირილა ეწოდებოდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნის 60-იან წლებში. სახელწოდება "ზესტაფონი", გადმოცემის თანახმად, მომდინარეობს ზედა ფონისაგან (მდ. ყვირილაზე). XIX საუკუნის 20-იან წლებში აქ იყო კაზაკთა ჯარის პოსტი - ყვირილის პოსტი და ზესტაფონსაც ყვირილა დაერქვა. თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანის შემდეგ აქ ვაგზლის შენობა ააშენეს, იმატა მოსახლეობამ. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს.

XX საუკუნის 20-იან წლებში მცირე ხნის მანძილზე ქალაქი ატარებდა რევოლუციონერ ჯუღელის სახელს და შემდეგ დაიბრუნა ისტორიული სახელწოდება. ზესტაფონის ზრდა დაკავშირებულია ფეროშენადნობთა ქარხანასთან. საწარმოს ამუშავებამ ქალაქი აქცია საქართველოს ერთ-ერთ ინდუსტრიალურ ცენტრად. დღესდღეობით ზესტაფონში ცხოვრობს 24 158 მცხოვრები[4].

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 160 მ სიმაღლეზე. თბილისიდან 183 კმ (რკინიგზით). ზესტაფონი რამდენიმე უბნად იყოფა.

ლეგენდის თანახმად ზესტაფონის მიდამოები ტყეებითა და ჭაობებით იყო დაფარული. მოსახლეობა სახლების მშენებლობისას სახურავისთვის ყავარს აკეთებდა, შესაბამისად ერთ-ერთ უბანს "საყავრია" შეარქვეს.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზესტაფონის რუკა

მოსახლეობა 24,2 ათასი (2002 წ.). ზესტაფონში არის სამრეწველო საწარმოები (აღსანიშნავია ფეროშენადნობთა ქარხანა), ქალაქში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1 და რკინიგზის ხაზი ხაშური-სამტრედიის მონაკვეთზე. ქალაქში არის რკინიგზის სადგური. ამჟამად შენდება რკინიგზის სადგურის ახალი შენობა. მდინარე ყვირილაზე აგებულია კაშხალი.

საზოგადოებრივი სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ზესტაფონში

ქალაქში არის ჯანდაცვის დაწეებულებები, მათ შორის რამდენიმე სტომატოლოგიური კაბინეტი, 4 საავადმყოფო, ბავშვთა პოლიკლინიკა, სამშობიარო სახლი, ფსიქონევროლოგიური, დერმატო-ვენეროლოგიური და ტუბდისპანსერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრი, სადეზინფექციო განყოფილება, 2 თერაპიული კაბინეტი.

ზესტაფონში არის ზესტაფონის რაიონული სასამართლო, რომლის იურისდიქცია ვრცელდება ზესტაფონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში არის სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტი, 7 საჯარო სკოლა, 4 კერძო სკოლა და 8 საჯარო ბაღი

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მოქმედებს თეატრი და მუზეუმი. ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1968 წელს. მასში დაცულია 8 500 ექსპონატი: ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალა, სამკაული, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XII ს-ის ჯაჭვის პერანგი, შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები, ადგილობრივ მხატვართა მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, XIX ს-ის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალა.[5]. ზესტაფონში ასევე არის ეროვნული გალერეის ფილიალი: ზესტაფონის სურათების გალერეა.

ქალაქში რამდენიმე სარეკრეაციო ადგილია, მათ შორის ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის სკვერი, "ირინეს პარკი" და სხვ.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქს ჰყავს საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი, მისი საშინაო არენაა დავით აბაშიძის სტადიონი. "ზესტაფონი" რეგურალურად ასპარეზობს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი და მოპოვებული აქვს საქართველოს თასი.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზესტაფონში არის მარგვეთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქალაქში არის 4 მართლმადიდებლური ტაძარი: წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს, წმინდა იოანესა და ღვთისმშობლის სახელობის.

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში დაიბადნენ:

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]