ჩაჩხრიალის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩაჩხრიალის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩხრიალაში, დგას შუა სოფელში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (4,1 X 3,5 მ). ნაგებია ნატეხი ქვით - ტლანქად. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კედლების ზედა ნაწილები. სახურავის შემორჩენილ ნაწილზე მცენარეებია ამოსული. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი კედლის ღერძიდან ოდნავ ჩრდილოეთით არის გადაადგილებული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აბსიდში ერთი ვიწრო სწორკუთხა სარკმელი და ორი მცირე სწორკუთხა ნიშია. აბსიდი გადახურულია ქვადუღაბის ტლანქად სხმული კონქით. ჩრდილოეთ ნიშის გადახურვა კონქის ქუსლის დონეზეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]