რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე)
Jump to navigation Jump to search
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
RLKSM-ka.svg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადმ. ცენტრი ამბროლაური
შიდა დაყოფა ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ლენტეხის მუნიციპალიტეტი, ონის მუნიციპალიტეტი და ცაგერის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°38′00″ ჩ. გ. 43°08′00″ ა. გ. / 42.63333° ჩ. გ. 43.13333° ა. გ. / 42.63333; 43.13333
სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე
ფართობი 4,954 კმ²
მოსახლეობა Decrease2.svg 32 089 კაცი (2014) კაცი
სიმჭიდროვე 6,4 კაცი/კმ² კაცი/კმ²
ISO 3166 კოდი GE-RL[1]
ოფიციალური საიტი http://rls.gov.ge/
Racha-Lechkhumi in Georgia (disputed hatched).svg
RachaLocationinGeorgia.svg

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-RL. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუკა მუნიციპალიტეტები
RLKSM-ka.svg
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ონის მუნიციპალიტეტი
ცაგერის მუნიციპალიტეტი

ზოგადი ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარის ფართობი შეადგენს 4 954 კვ.კმ–ს, მოსახლეობა — 51 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 10 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური. მხარეში 256 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ადგილობრივი მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული. მისი ფუნქციებია უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია, რესურსების მობილიზება, ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება, ინვესტიციების მოზიდვისა და რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.

მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა) ორგანოების მიერ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: რაიონის გამგეობა — 4, სოფლის საკრებულოები — 56. საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება ონის რაიონის 2 საკრებულოზე (ყოფილი ჯავის რაიონის ნაწილი).

მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, დღემდე მუშაობდნენ:

  • ოთარ სირაძე 2004-2008
  • დავით გაგოშიძე 2008-2014
  • პარმენ მარგველიძე 2014-2017
  • არჩილ ჯაფარიძე 2017-დღემდე

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოსახლეობის რიცხოვნობა — 48 525 კაცი
    • მათ შორის: ქალაქის — 9 302 კაცი; სოფლის — 39 223 კაცი;
  • მოსახლეობის სიმჭიდროვე — 10,05 კვ.კმ-ზე;
  • მოსახლეობის მთლიანი რაოდენობიდან:
    • დასაქმებულია ეკონომიკაში — 19 053 კაცი,
    • უმუშევართა რიცხოვნობა — 4 797 კაცი;

მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:

  • ქართველი — 99.3%,
  • ოსი — 0.2%,
  • რუსი — 0.2%,
  • აზერბაიჯანელი — 0.1%,
  • აფხაზი — 0.1%,
  • სხვა — 0.1%,

მოსახლეობის რიცხოვნობა მსხვილ დასახლებებში:

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[3] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 90,405 79,979 69,834 57,776 55,700 50,969 32,089 31,500 30,800 30,200
ამბროლაურის 26,667 24,128 20,916 17,065 16,800 16,079 11,186 11,100 10,800 10,700
ლენტეხის 14,692 13,479 12,963 11,227 9,800 8,991 4,386 4,400 4,300 4,200
ონის 21,784 19,016 15,493 12,318 12,400 9,277 6,130 6,100 6,000 5,900
ცაგერის 27,262 23,356 20,462 17,166 16,700 16,622 10,387 10,000 9,700 9,400

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარის უდიდესი ნაწილი მაღალმთიანია და ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობას ემყარება. რეგიონში განვითარებულია მემცენარეობა (ძირითადად მეკარტოფილეობა, მევენახეობა) და მეცხოველეობა.

  • მთლიანი რეგიონალური პროდუქტი: 107 121.5 ათ. ლარი

აქედან:

  • მრეწველობა — 12 999.5 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 12%;
  • მშენებლობა — 10 027 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 9%;
  • სოფლის მეურნეობა — 63 300 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 59%.
  • მომსახურება (ვაჭრობა, განათლება, ტურიზმი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, და სხვა) — 20 795 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 20%.
  • ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მხარის მთლიანი პროდუქტის ხვედრითი წილია 0.9%.
  • მთლიანი რეგიონალური პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით შეადგენს 2 207 ლარს. [4]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: