ახალგორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დაბა
ახალგორი
Akhalgori2.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°07′00″ ჩ. გ. 44°29′00″ ა. გ. / 42.11667° ჩ. გ. 44.48333° ა. გ. / 42.11667; 44.48333
ადრეული სახელები ლენინგორი (1934-1990)
ამჟამინდელი სტატუსი 1960
ფართობი 7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 788 მეტრი
მოსახლეობა 2500 კაცი (2002)
სატელეფონო კოდი +995 342
საფოსტო ინდექსი 0600<
ოფიციალური საიტი akhalgori.org.ge
ახალგორი — საქართველო
ახალგორი

ახალგორი[1] (ყოფ. ლენინგორი) — დაბა საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ახალგორში შემორჩენილია XVII ს-ის სამი ხუროთმოძღვრული ანსამბლის ნანგრევები.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 800 მ., კასპიდან 35 კმ, თბილისიდან 67 კმ, ცხინვალიდან 110 კმ. ახალგორში ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,6°C, იანვრისა -1,6°C, ივლისისა 20,3°C. აბსოლუტური მინიმუმი -28°C, აბსოლუტური მაქსიმუმი 38°C. ნალექები 730 მმ წელიწადში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგორის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში ცხოვრობდა. XIV საუკუნიდან შედიოდა ქსნის საერისთავოში. 1569 წელს სიმონ I-მა ერისთავებს ღალატის გამო ახალგორი ჩამოართვა, თუმცა ერისთავებმა ის მალე დაიბრუნეს. XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე ქსნის საერისთავოს ცენტრი ქვენიფნევიდან ახალგორში გადაიტანეს, აშენდა ციხე-დარბაზები. ახალგორს ჰქონდა მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს სხვა მხარეებთან, ასევე ჩრდილოეთ კავკასიასთან. ცნობილი იყო ახალგორული ხელოსნური ნაწარმი. იყო ქსნის საერისთავოს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. აქ მოღვაწეობდნენ იესე ერისთავი, ელიზბარ ერისთავი და სხვები. 1781 წლისთვის ახალგორში 88 კომლი ცხოვრობდა და ის ქართლ-კახეთის სამეფოშ 8 ქალაქიდან ერთ-ერთი ქალაქი იყო.[2]

1934-1990 წლებში ეწოდებოდა ლენინგორი. 1960 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი. ლენინგორის სადაბო საბჭო აგრეთვე მოიცავდა სოფლებს დოლიანი, იკოთი და მოსაბრუნი. დაბაში მოქმედებდა ხე-ტყის, ყველ-კარაქის, ხილის წვენების და ლიმონათის ქარხნები, სამკერვალო და ავტოსატრანსპორტო საწარმოები, სტამბა, მეცხოველეობის და სატყეო მეურნეობები, კინოთეატრი და საავადმყოფო.

ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ დარჩა საქართველოს იურისდიქციაში. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა მისი ოკუპაცია, შეიყვანა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში და ხელახლა უწოდა ლენინგორი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 2449

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზარდალიშვილი გ., გვასალია ჯ., მენაბდე ლ., საღარაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 170.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 20, თბ., 1987.
  2. ჯავახიშვილი ივ., ქალაქები, საქალაქო წეს-წყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII-XVIII სს // 1910-1920-იანი წლების ჟურნალები, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2011. — გვ. 254-269, ISBN 978-99940-28-60-3.