შინაარსზე გადასვლა

ზემო ხოდაშენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ხოდაშენი

ხარების ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი
თემი ზემო ხოდაშენი
კოორდინატები 41°57′35″ ჩ. გ. 45°20′59″ ა. გ. / 41.95972° ჩ. გ. 45.34972° ა. გ. / 41.95972; 45.34972
ცენტრის სიმაღლე 680
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 868[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,8 %
ოსები 0,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო ხოდაშენი — საქართველო
ზემო ხოდაშენი
ზემო ხოდაშენი — კახეთის მხარე
ზემო ხოდაშენი
ზემო ხოდაშენი — ახმეტის მუნიციპალიტეტი
ზემო ხოდაშენი

ზემო ხოდაშენი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), ზემო ხოდაშნის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: აწყური, ახალდაბა, ზემო ხოდაშენი, ჩაბინაანი, ჩარექაული, ხველიანდრო, ხორხელი).

მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მ-ზე, ახმეტიდან 16 კმ-ში, თელავიდან (უახლოესი რკინიგზის საგური) 15 კმ-ში.

სოფლის ძველი სახელწოდებაა ხოდაშენი (ზემო ხოდაშენი მოგვიანებით ეწოდა ქვემო ხოდაშნისგან განსასხვავებლად). იხსენიება XVI-XVIII საუკუნის წერილობით წყაროებში, მ. შ. ვახუშტის ისტორიულ-გეოგრაფიულ თხზულებაში და იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“, ასევე სამართლის დოკუმენტურ ძეგლებში. XVII-XVIII საუკუნეებში აქ აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა რამდენიმე გვარი დასახლდა. 1710-1722 წლებში სოფელი რუსთველის სადროშოში შედიოდა. 1742 წელს ხოდაშნის ციხე მიწისძვრამ დაანგრია. 1759-1781 წლებში სამეფო ხელისუფლებამ ხოდაშენი ათონის ფილეთეოსის მონასტერს შესწირა. წყაროებში იხსენიება ხოდაშნის მამულების გამგებელი ათონიდან მოსული ბერი კოზმანი. 1774 წელს ასპინძის ბრძოლის შემდეგ ხოდაშენში ჩასახლდა ჯავახეთის სოფელ ბარალეთიდან გადმოსული 6 კომლი.

კულტურული მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის შუაგულში ძველი სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილია მხოლოდ ხარების ეკლესია, რომელიც ყოფილა კახეთის მეფეების მიერ XVI საუკუნეში ათონის მთაზე აგებული ფილოთეოსის მონასტრის მეტოქი, ასევე შემორჩენილია კოშკი მარნით. ზემო ხოდაშნის მახლობლად მდებარეობს XIX საუკუნის ბოჭორმის დარბაზული ეკლესია, გვიანდელი შუა საუკუნეების ნათლისმცემლის, კვირაცხოვლის, წმ. გიორგის, წამებულის, წმ. მარიამის დარბაზული ეკლესიები და სხვ.

სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 7–8 კმ-ზე მდებარე დედათა მონასტრის კომპლექსში შედის წმ. ნიკოლოზის ეკლესია, სასახლე, სატრაპეზო, კოშკი–სამრეკლო, საცხოვრებელი ნაგებობები და მარანი. სოფლის სამხრეთით 3–3,5 კმ-ზე მდებარეობს VIII–IX საუკუნეების სამეკლესიიანი ბაზილიკა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 868 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1908[2]194
2002[3] 1144557587
2014[1] 868423445
2024[4] 750363387
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი, 2016.
  2. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 398.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  4. საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2024). ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2026.