დედოფლისწყარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია.jpg
ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი (საქართველო)|საქართველოს ტერიტორიული მოწყობა|მუნიციპალიტეტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°28′00″ ჩ. გ. 46°07′00″ ა. გ. / 41.46667° ჩ. გ. 46.11667° ა. გ. / 41.46667; 46.11667
ადრეული სახელები წითელწყარო
ამჟამინდელი სტატუსი 1963
ცენტრის სიმაღლე 800
მოსახლეობა 5940[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 91,0 %
სომხები 4,1 %
რუსები 2,8 %
აზერბაიჯანელები 1,1 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 (356)
საფოსტო ინდექსი 1600[2]
დედოფლისწყარო — საქართველო
დედოფლისწყარო
დედოფლისწყარო — კახეთის მხარე
დედოფლისწყარო

დედოფლისწყარო (1926-1991 წლებში წითელწყარო) — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლეზე, თბილისი-დედოფლისწყაროს სარკინიგზო ხაზის საბოლოო პუნქტი. თბილისიდან რკინიგზით 144 კმ-ითაა დაშორებული. ქალაქად გამოცხადდა 1963 წელს. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. დედოფლისწაროში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 10,1 °C, იანვარში – 1,5 °C, ივლისში 21,7 °C; აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა -26 °C, აბსოლუტურ მაქსიმალური 35 °C. ნალექები 650 მმ წელიწადში.[3]

1869 წელს გერმანელმა მეწარმეებმა კარლ ჰენრიხ ფონ სიმენსმა და ვერნერ ფონ სიმენსმა სოფლის სიახლოვეს დააარსეს ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, რომელიც მოქმედებდა 1870-იანი წლების შუა პერიოდამდე.[4]

„დედოფლის წყარო“ ცნობილია XI საუკუნიდან, როდესაც საქართველოს მეფემ დავით აღმაშენებელმა აქ სამხედრო პოსტი განათავსა. ლეგენდა ამ ადგილის სახელწოდებას თამარ მეფის (1184-1207) სახელს უკავშირებს. 1803 წელს რუსულმა ჯარებმა ამ ადგილას დააარსეს სამხედრო სადგომი. შეუცვალეს სახელწოდება და „ცარსკიე კოლოდცი“ (რუს. Царские Колодцы) უწოდეს. 1991 წელს ქალაქმა აღიდგინა თავისი ისტორიული სახელწოდება.[5]

დედოფლისწყაროდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი, რომელიც წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში, როდესაც აქ მეფე ვახტანგ I გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. იგი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ციხე-ქალაქს წარმოადგენს. თვითონ ციხის მთავარი ციტადელი მიუვალ კლდეზეა გაშენებული, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება.[6]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 5940 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ.[7] 10 110 -- --
2002 წ. აღწ.[7] Decrease2.svg 7724 -- --
2014 წ. აღწ.[1] Decrease2.svg 5940 2726 3194

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს ფოსტა — 1805.
  3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 321, თბ., 1987 წელი.
  4. Alexander Anatolyev. THE POWER OF PRODUCTIVE COOPERATION. Oil of Russia, No. 4, 2003.
  5. დედოფლისწყარო — გეოგრაფიული ენციკლოპედია
  6. ხორნაბუჯი — ცნობები
  7. 7.0 7.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.