დამასტის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დამასტის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ მატნის ჩრდილო-დასავლეთით 300-400 მეტრზე, ტყიან ფერდობზე. განეკუთვნება XVIII-XIX საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (4,8 X 3,5 მ), უაბსიდო, ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. მოგვიანებით ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია შეუკეთებია, რის შედეგადაც ეკლესიას პირვანდელი სახე მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი. ამჟამად კედლები ცემენტის ხსნარითაა შელესილი და შიგნიდან და გარდან შეთეთრებულია. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი გარედან თაღოვანია. თაღი ჩასმულია კედლის სწორკუთხა შეღრმავებაში, რომელსაც აგურის საფეხურიანი ფრიზი აქვს. აღმოსავლეთ კედელში ერთი ვიწრო თაღოვანი სარკმელია, რომლის ქვემოთ, კედელს, ორი საკმაოდ განიერი საფეხური გასდევს. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილში თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. შიგნით ეკლესიას ხის ბრტყელი ჭერი ხურავს, გარედან - ორკალთა სახურავი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]