ზემო ხოდაშნის ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ხოდაშნის ნათლისმცემლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ზემო ხოდაშნის განაპირას, სამხრეთით, ვენახებში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (7,9 X 5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. ალაგ-ალაგ (ძირითადად კონსტრუქციულ ნაწილებში) გამოყენებულია კვადრატული აგური. კედლები შიგნიდან და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. დასავლეთ კარი (ამოშენებულია) თარაზულადაა გადახურული, ჩრდილოეთისა - ისრული თაღით. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს გეგმით ოვალური და ბრტყლად გადახურული თითო ნიშია. აფსიდის შუაში დგას კუბური ფორმის ტრაპეზი. საკურთხევლის სარკმლის გარდა ერთი თაღოვანი სარკმელი დასავლეთითაცაა. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ნიშია, რომელშიც სათოფურია მოწყობილი. საკურთხეველი გადახურულია კონქით, ხოლო დარბაზი - ცილინდრული კამარით, რომელიც ერთ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ფასადები სადაა. ჩრდილოეთ შესასვლელის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის ნიშია. კედლები დასრულებული იყო აგურის საფეხუროვანი ლავგარდნით (შემორჩენილია ნაწილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]