ეფროსის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეფროსის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში. დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, 4-5 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამარა და კონქი, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. ეკლესიის შიგნით ხეები და ბუჩქებია ამოსული.

ეკლესია დარბაზულია (7,5 X 5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. წყობის რიგების სწორხაზოვნება ნაწილობრივად არის დაცული. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. შემორჩენიჩლია სამხრეთ წირთხლის კვალი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც გეგმით ნახევარწრიული სამი თაღოვანი ნიშია. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]