სამტრედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ეს სტატია ქალაქს ეხება. სოფლის შესახებ იხილეთ სამტრედია (ტყიბულის მუნიციპალიტეტი).
ქალაქი
სამტრედია
სამტრედიის რუკა
სამტრედიის რუკა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°09′ ჩ. გ. 42°20′ ა. გ. / 42.150° ჩ. გ. 42.333° ა. გ. / 42.150; 42.333
პირველი ხსენება XVIII საუკუნე
ქალაქი 1921  წლიდან
მოსახლეობა 29 761 კაცი (2002)
სატელეფონო კოდი +995 411[1]
საფოსტო ინდექსი 3900[2]
სამტრედია (საქართველო)
Red pog.svg
სამტრედია (იმერეთის მხარე)
Red pog.png

სამტრედიაქალაქი, იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ქუთაისიდან დასავლეთით 27 კილომეტრზე. ქალაქი 40,76 კვადრატულ კილომეტრზეა გაშენებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული ორთქლმავალი სამტრედიის რკინიგზის სადურთან
ზვიად ავალიანის ფოტო

სამტრედია ისტორიულ წყაროებში იხსენიება XVIII საუკუნის II ნახევრიდან, როგორც სოფელი სამტრედია. 1871-1872 წლებში თბილისი-ფოთის რკინიგზის მშენებლობამ გაზარდა სამტრედიის მნიშვნელობა. ამ პერიოდიდან სამტრედია მოხსენიებულია როგორც დაბა. 1873 წელს სამტრედიაში 81 კომლი ცხოვრობდა, უკვე 1893 წელს კი - 370 კომლი. 1919 წლის ბოლოსთვის მოსახლეობამ 12000 კაცი შეადგინა. 1926 წლისთვის სამტრედიის მოსახლეობა შეადგენდა 13913 ადამიანს, ხოლო ფართობი 33,2 კმ2-ს.[3]

ადრე სამტრედიაში რამდენიმე ფაბრიკა იყო: შოკოლადის, ჩაის გადამამუშავებელი და ხის გადამამუშავებელი. ეს უკანასკნელი იყო უდიდესი სამტრედიაში. მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა ფაბრიკაში აღემამატებოდა 1600 კაცს. ამას გარდა სამტრედიაში კარგად იყო განვითარებული სოფლის მეურნეობაც. სოფლის მეურნეობას ახლაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აღნიშნულ ტერიტორიაზე. სამტრედიაში მოდის გოგირდოვანი წყლები.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ სამტრედიაში არის შვიდი საჯარო სკოლა და 11 საბავშვო ბაღი, მათაგნ N1 საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. N2 სკოლა დაარსდა 1971 წლის 15 თებერვალს. N3 სკოლა დაარსდა 1964 წელს N1 საშუალო სკოლის გაყოფის შედეგად. N6 სკოლა დაარსდა 1968 წელს. 1974 წლამდე იყო დაწყებითი, 1983 წლამდე საბაზო, ხოლო 1983 წლიდან გადაკეთდა საშუალო სკოლად.

N1 საჯარო სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-19 საუკუნის 90-იან წლებში სამტრედიაში მოქმედებდა ერთკლასიანი სამონასტრო სკოლა, რომელიც ხის შენობაში იყო განთავსებული. 1900 წელს მიიღეს გადაწყვეტილება სკოლისთვის ქვითკირის შენობა აეგოთ და სკოლა ორკლასიანი გამხდარიყო. საბჭოთა ხელისუფლების წლებში ორკლასიანი სამონასტრო სკოლა შვიდწლიან სკოლად გადაკეთდა, 1936 წელს კი შვიდწლიანი სკოლის ბაზაზე შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა. 1965 წელს პირველი საშუალო სკოლა ორად გაიყო და მისი განაყოფის ბაზაზე შეიქმნა სამტრედიის N3 საშუალო სკოლა. სამტრედიის N1 საშუალო სკოლას 1976 წლის 6 მაისს მიენიჭა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, საბჭოთა კავშირის გმირის ვახტანგ ჩიქოვანის სახელი.

სკოლა დამეგობრებულია ლატვიის ქალაქ ბაუსკასთან. მეგობრობის დასტურად ქ. სამტრედიის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა ბაუსკას ქუჩა, ხოლო ბაუსკაში კი არის სამტრედიის ქუჩა. N1 საჯარო სკოლა დამეგობრებულია საფრანგეთის ქალაქ ნოჟან-ლე როტრიუს არსენ მონიუს სახელობის კოლეჯთან და ქალაქ მორლოვკის N14 სკოლასთან.

N4 საჯარო სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

№ 4 საჯარო სკოლა, ყოფილი № 4 რუსული საშუალო სკოლა, ერთ-ერთი პირველი რუსული სკოლაა საქართველოში. 1930 წელს შვიდწლიან საცდელ სკოლაში შეიქმნა რუსული კლასები. 1934 წელს შვიდწლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად. 1959 წელს სამტრედიის რუსული საშუალო სკოლა გადაკეთდა საშუალო საგანმანათლებლო პოლიტექნიკურ შრომით სკოლად საწარმოო სწავლებით.

N12 საჯარო სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1870 წელს კავკასიის სარკინიგზო ტრანსპორტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სამტრედიაში აშენდა საორთქმავლო დეპო და საერთო საცხოვრებელი მუშა-მოსამსახურეებისთვის. ჩამოსახლებული ოჯახის ბავშვებისთვის საჭირო გახდა სკოლის დაარსება. 1894 წ. გაიხსნა სკოლა, რომელმაც პირველი მოსწავლეები იმავე წლის 2 ოქტომბერს მიიღო. ორკლასიან სასწავლებელს ვინმე ნეზაპიდოსკი ხელმძღვანელობდა. 1933 წელს სკოლა ქალთა საშუალო სკოლად გადაკეთდა. ამჟამად სკოლის კონტიგენტი 400 მოსწავლისა და 35 პედაგოგისგან შედგება.

სამტრედიის სპეცსკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქ. სამტრედიის სკოლა-პანსიონი ფუნქციონირებდა 1966 წლიდან. საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სკოლა-პანსიონში იგზავნებოდნენ არასრულწლოვანი სამართალდამრღვევი ვაჟები 9-დან 15 წლის ასაკამდე და იქ იმყოფებოდნენ 18 წლის შესრულებამდე. ამჟამად სკოლას სამტრედიის N15 საჯარო სკოლა ეწოდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს [4]

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამტრედიის კულტურის სახლი
ზვიად ავალიანის ფოტო

სამტრედიაში მოქმედებს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. ის დაარსდა 1942 წელს, როგორც პიონერთა სახლი და დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებობს შემოქმედებითი ჯგუფი „ორუდილა“, ქორეოგრაფიული ჯგუფი „ფანტაზია“ და ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „იმედი“.

სამტრედიაში მოქმედებს კულტურის სახლი და მასთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ათინათი“, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „სამტრედია“, ბავშვთა ხალხურ საკრავ ინსტრუმენთა წრე. კულტურის სახლში ფუნქციონირებს დრამატული თეატრი. მოქმედებს სამხატვრო სკოლა-გალერეა, დომენტი შანიძის სახელობის სამუსიკო სკოლა, ქორეოგრაფიული ანსამბლები „მტრედები“ და „იმერი“.

მოქმედებს 1892 წელს დაარსებული ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია 42 813 წიგნი.

დღეისთვის სამტრედიის რაიონში 49 სკოლაა: მათ შორის 24 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო, 2 სკოლა-ლიცეუმი, 7 დაწყებითი, 10 არასრული საშუალო, 1 გიმნაზია, 2 კერძო სკოლა-ლიცეუმი, სპეც-სკოლა, 1 სკოლა-ბაღი. რაიონის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში, სამტრედიის ეკონომიკის და ჰუმანიტარული ინსტიტუტებია. ქალაქ სამტრედიის ცენტრში 1934 წლის 24 აპრილიდან ფუნქციონირებს აგრეთვე ლუკა კოხრეიძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა. სამტრედიაში ჩამოყალიბდა თეატრი, რომელიც ფუნქციონირებს ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის სახლში. ამ თეატრთან არის ჩამოყალიბებული ბავშვთა თვითშემოქმედებითი დრამატული წრე. ქალაქს გააჩნია მუსიკალური სკოლა, რომელიც დომენტი შანიძის სახელობისაა. ამ ქალაქში ჩამოყალიბდა ეთნოგრაფიული ანსამბლი „სანავარდო“, რომელიც 1978 წელს შექმნა ბიძინა მიქაძემ, უხუცესთა ფოლკლორული ეთნოგრაფიული ანსამბლი. ქალაქში არის ცეკვის ანსამბლები. სამტრედიაში და მის სოფლებში ბევრი ეკლესია არის და მრავალი შენდება. სამტრედიის რაიონში მოგზაურობის შემდეგ ალექსანდრე ღლონტი აღფრთოვანებული წერდა: „ვტოვებ სამტრედიას, დასავლეთ საქართველოს ამ გადახსნილ გულს, დიდებულ საგზაო-სამიმოსვლო კვანძს. მდორედ მოღელავს ჭაღარა ფაზის-მდინარე და გულში ალერსით იკრავს ოდესღანდელი არგონავტების მიერ შექებული ლეგენდარული აიეტის ნაიარევს“.

გალაკტიონ ტაბიძე სამტრედიაზე წერდა:

ვიკიციტატა
„შენთვის არავის უძღვნია ლექსი, რომ ვერ გამჩნევენ, ალბათ ბედია, შენ ხომ სახელად ატარე დაბა თან მხოლოდ დაბა და სამტრედია.“

წინათ ბორბლები დილიჟანსების გაიძახოდნენ: ტობა, საჩინო, ახლა კი მინდა უზარმაზარი შენში ქალაქი აღმოვაჩინო.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის სამხრეთით გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1. ასევე ქალაქიდან იწყება საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. სამტრედიიდან 10 კილომეტრში მდებარეობს კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტი.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამტრედიას ჰყავს საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ რომელიც 1936 წელს არის დაარსებული. გუნდი თამაშობს ეროსი მანჯგალაძის სტადიონზე, რომელიც 15 ათას მაყურებელს იტევს. ამჟამად თამაშობს უმაღლეს ლიგაში.

სამტრედიაში მოქმედებს სპორტული სკოლა, სადაც ასწავლიან სპორტის 12 სახეობას, ირიცხება 720 მოსწავლე და 39 მწვრთნელი. მოქმედებს კიოკუშინკაი კარატეს კლუბი.

პიროვნებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კახა კალაძე

სამტრედიაში დაიბადნენ:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]